ჩაბარების ვადა:
12 ნოემბერი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT8064 - ტენდერი ფოტო და ვიდეოაპარატურის, ასევე ფოტო და ვიდეო აპარატურის აქსესუარების შეძენაზე
ტენდერის აღწერილობა:
GIPA აცხადებს ტენდერს ვიდეო და ფოტო აპარატურის და აქსესუარების მიწოდებაზე.
ტენდერის პირობებოი/მოთხოვნები:
- ფასების მოწოდება უნდა მოხდეს შემდები პრინციპით:
- დამატებით ექსელის ცხრილში (ორ sheet-ზე) მოცემულია პროდუქციის ჩამონათვალი აღწერილობით და სავარაუდო რაოდენობებით, სადაც უნდა მოხდეს ფასების და თქვენს მიერ შემოთავაზებული პროდუქციის მითითებით (იხ. თანდართული ფაილი N1);
- წარმოდგენილი ფასები უნდა ითვალისწინებდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს)
- გადახდის პირობა: 30 დღიანი კონსიგნაცია;
- გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარებში;
- ლოტების მიხედვით შესაძლებელია გამოვლინდეს ორი გამარჯვებული და შესაბამისად ყოველ ლოტზე გაფორმდება ცალცალკე ხელშეკრულება.
- ფასების ცხრილში, შენიშვნის გრაფაში უნდა მიეთითოს შემოთავაზებული საქონლის საგარანტიო ვადები.
დამატებითი მოთხოვნები:
შემოთავაზება უნდა მოიცავდეს ინსტიტუტის წერილობითი შეტყობინებით უფლებამოსილი პირის/პირების მოთხოვნის შესაბამისად საქონლის მიწოდებას შემდეგ ლოკაციებზე:
- გორგასალის ქუჩა #101, თბილისი, საქართველო
- მარი ბროსეს 1, თბილისი, 0108 (+995 322) 49 75 00
- იეთიმ გურჯის ქ. #9, თბილისი, 0105, საქართველო (+995 322) 49 75 00
- მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108
- მოწოდების მაქსიმალური ვადა უნდა იყოს შეკვეთიდან 50 - სამუშაო დღე;
- ექსელის ფაილში (N1) არსებულ დასახელებებზე ფიქსირებული ფასების პრეისკურამტი 1 წლის განმავლობაში, სხვა დანარჩენ პროდუქციაზე ონლაინ პორტალზე ფასდაკლება. მიუთითეთ ფასდაკლების პროცენტი (თუ შესაძებელია);
- ამასთან წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტის 15%ზე მეტად გაუფასურების შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს ფასების კორექტირება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე
დამატებითი ინფორმაცია:
- შერჩეულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება ერთი წლის ვადით;
- სატენდერო წინადადების მოწოდების ვადა განისაზღვრება 2020 წლის 4 ნოემბრიდან 2020 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით;
- სატენდერო ხელშეკრულების გაფორმდება 2020 წლის 16 ნოემბრიდან
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების კოორდინატორი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: იეთიმ გურჯის ქ. #9, თბილისი, 0105, საქართველო
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო წინადადების მოწოდების ვადა განისაზღვრება 2020 წლის 4 ნოემბრიდან 2020 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით;
- დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@gipa.ge ასევე, შეუძლიათ გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: იეთიმ გურჯის ქ. #9, თბილისი, 0105, საქართველო
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
დავით ნაბორაშვილის
ელ. ფოსტა: tenders@gipa.ge
ტენდერის კატეგორია:
- 38600000 ოპტიკური ხელსაწყოები