25 ნოემბერი 2020, 18:00
სტატუსი:
გამარჯვებული
E
ელ. ტენდერი
T8128 - ტენდერი დიდუბის პოლიკლინიკაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს ევექსის კლინიკები („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს ტენდერში - სს ევექსის კლინიკები - დიდუბის პოლიკლინიკაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულებაში მონაწილეობის მიღებას.
- წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.
- ტენდერში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულებას გააფორმებს სს ევექსის კლინიკები.
შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2020 წლის 25 ნოემბრის 18:00 საათისა.
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება 12 ნოემბერი 2020 წ.
- სატენდერო წინადადებების მიღება 25 ნოემბერი 2020 წ.
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა 2 დეკემბერი 2020 წ.
- ხელშეკრულების გაფორმება 3 დეკემბერი 2020 წ.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან / შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება იმავე საკომომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე, დახურული კონვერტის პრინციპით.
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 25 ნოემბერი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Clinics_procurement@evex.ge
ობიექტზე ვიზიტის თარიღი და დრო წინასწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველის წარმომადგენელთან
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები