26 ნოემბერი 2020, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T8166 - მულტიფუნქციური კომპლექსის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება
ტენდერის აღწერილობა:
შპს "იდეა მელიქიშვილი" აცხადებს ტენდერს თბილისში, მელიქიშვილის ქ. N 47-49-49ა საცხოვრებელი და სასტუმრო (მულტიფუნქციური) კომპლექსის მშენებლობაზე.
შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:
- სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- რკინა ბეტონის, ფასადის კედლებისა და ფასადის ბუნებრივი ქვითა და პერფორირებული კომპოზიტური პანელებით მოპირკეთების სამშენებლო სამუშაოები (თანდართული რენდერებისა და არქიტექტურული პროექტის მიხედვით).
- ფასადის ვიტრაჟების, კარების და ფანჯრების სამონტაჟო სამუშაოები
- აივნებისა და ტერასების მოაჯირების მოწყობა რენდერებისა და არქიტექტურუული პროექტის მიხედვით.
- მშენებლობასთან დაკავშირებული სხვადასხვა მომსახურებები
შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2020 წლის 26 ნოემბერის 18:00 საათისა.
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება 18 ნოემბერი 2020 წ.
- სატენდერო წინადადებების მიღება 25 ნოემბერი 2020 წ.
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა 30 ნოემბერი 2020 წ.
- ხელშეკრულების გაფორმება 7 დეკემბერი 2020 წ.
- შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
- ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
- შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან / შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება იმავე საკომომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 26 ნოემბერი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: r.jikia@ginoparadise.ge
ობიექტზე ვიზიტის თარიღი და დრო წინასწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველის შემდეგ წარმომადგენელთან:
რუსუდან ჯიქია მობ: 593 509 557
გოგა ჭუჭულაშვილი 597 740 201
გვანცა გვარამაძე - 544 44 54 64
ტენდერის კატეგორია:
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები