30 ნოემბერი 2020, 15:00
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
T8176 - ტენდერი ერთჯერადი სამშრიანი პირბადის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ერთჯერადი სამშრიანი პირბადის შესყიდვაზე:
საქონლის დასახელება | შესასყიდი რაოდენობა | 1 ცალის ფასი (გადასახადების ჩათვლით) | ჯამური ფასი(გადასახადების ჩათვლით) |
ერთჯერადი გამოყენების სამშრიანი პირბადე | 350'000 ცალი | - ლარი | - ლარი |
ძირითადი მახასიათებლები:
- ერთჯერადი გამოყენების 3 შრიანი პირბადე;
- არ უნდა აღიზიანებს სახის კანს;
- კარგად უნდა ერგებოდეს სახეს და არ ართულებს სუნთქვას;
- უნდა იყოს მაღალი ელასტიურობის დამჭერებით;
- უნდა გააჩნდეს ცხვირის ფიქსატორი;
- უნდა იყოს მუყაოს კოლოფებში მოთავსებული 50 ან 100 ცალიანი შეფუთვებით;
- უნდა ჰქონდეს დაავადებათა კონტროლის დასკვნა/სერთიფიკატი;
იწოდების ვადა (კალენდარული დღე) |
შენიშვნა: საქონლის მოწოდების ვადა არ უნდა იყოს 1 თვეზე მეტი, ხოლო ნიმუშის წარმოდგენა არაუმეტეს 5 დღისა.
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით E-mail-ით ან ტელეფონით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
- ტენდერი ჩატარდება 3 ბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით, ვაჭრობა გაიმართება ჯამურ შესასყიდ რაოდენობაზე, ბიჯის ოდენობა 1000 ლარი;
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქციის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
- საქონლის შესყიდვა მოხდება ერთჯერადად;
- ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ნიმუში;
- ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ;
სატენდერო მოთხოვნები:
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა;
- შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- წინამდებარე დოკუმენტი შევსებული ცხრილით, ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ;
- საბანკო რეკვიზიტები;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- დაავადებათა კონტროლის დასკვნა / სერთიფიკატი;
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 30 ნოემბერი 15:00სთ.
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
- ვაჭრობის ბიჯი: 1000 ლარი;
- ვაჭრობა გაიმართება ჯამურ ღირებულებაზე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ: +995 595 03 64 84
ელ. ფოსტა: Ko.Metreveli@bog.ge
ტენდერის კატეგორია:
- 33600000 ფარმაცევტული პროდუქტები
- 33100000 სამედიცინო მოწყობილობები