25 ნოემბერი 2020, 18:00
სტატუსი:
არ შედგა
E
ელ. ტენდერი
T8188 - ტენდერი 1.5 მილიმეტრიანი მეტალის დეტალის დაღუნვის მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს 1.5 მმ-იანი მეტალის დეტალის დაღუნვის მომსახურების შეყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
მომსახურების დასახელება | რაოდენობა |
1.5 მმ-იანი მეტალის დეტალის დაღუნვა | 200 |
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ გადასცემს 1.5 მილიმეტრიან პლაზმაზე გამოჭრილ დეტალს, ხოლო გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს აღშნული დეტალის დაღუნვა ნახაზის მიხედვით.
დეტალის ზომები:
- სიგრძე - 535 მილიმეტრი
- სიგანე - 83.8 მილიმეტრი
- სისქე - 1.5 მილიმეტრი
- გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა სატესტო ნიმუშის წარდგენა.
- მოწოდება უნდა განხორციელდეს 1 ეტაპად.
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
- დანართი N2- ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
- დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 25 ნოემბერი, 18:00 სთ;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
მობ: +995 599 27 87 97
ელ. ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები
- 14700000 ძირითადი ლითონები
- 43700000 მეტალურგიული დანადგარები და მათთან დაკავშირებული ნაწილები