ჩაბარების ვადა:
8 დეკემბერი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT8195 - მეორადი საქონლის (ნარჩენების) გაყიდვა
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:
- ნომრით #- EF-GE/500
- დანიშნულება: მეორადი საქონლის (ნარჩენების) გაყიდვა
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- გასაყიდი მეორადი საქონლის ჩამონათვალი და დამატებითი სატენდერო აღწერილობა.
დაინტერესებულმა პირებმა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - tenders@ge.anadoluefes.com უნდა გამოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- ტენდერის განაცხადი, ხელმოწერილი და ბეჭედდარტყმული, დასკანერებული სახით, რომელშიც მითითებული იქნება საკონტაქტო ინფორმაციაც (ელ.ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ტენდერის პირობები:
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
- ხსენებული საქონლის გატანა მოხდება ს.ს. ლომისის ტერიტორიიდან, მცხეთის რაიონი, სოფ. ნატახტარი, 2021 წლის განმავლობაში.
- დაწნეხილი ქილა, პლასტმასის ბოთლი და პრეფორმა წარმოადგენს ერთიან შესასყიდ ჯგუფს.
- მუყაოს ნაჭრები და მეორადი მუყაო წამოადგენს ერთიან შესასყიდ ჯგუფს.
- პლასტიკის მეორადი ბალონების ყველა სახეობა წარმოადგენს ერთიან შესასყიდ ჯგუფს.
- დამტვრეული და უვარგისი პალეტები წარმოადგენს ერთიან შესასყიდ ჯგუფს.
- საქონლის სხვა დანარჩენი სახეობები შესაძლებელია გაიყიდოს ცალცალკე.
- ტენდერის განაცხადი შეიძლება გაკეთდეს საქონლის როგორც ერთ, ისე რამდენიმე ჯგუფზე.
- მოცემული განცხადებით ს.ს. „ლომისს’’ არ ეკისრება ვალდებულება გააფორმოს ხელშეკრულება რომელიმე მონაწილესთან. მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმება ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს ს.ს. „ლომისი’’-ს უფლებას.
აუცილებელი მოთხოვნა:
- სამთავრობო რეგულაციებთან დაკავშირებით გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მითითებული ინფორმაცია და საბუთების გამოგზავნისას თან დაურთოთ შესაბამისი ნებართვა.
- „ნარჩენების მართვის კოდექსის 26 მუხლის „ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობებისრეგისტრაცია“ „ა)“ ქვეპუნქტის შესაბამისად ნარჩენების (სახიფათო და არასახიფათო) შეგროვება/ტრანსპორტირება ექვემდებარება რეგისტრაციას.
- ზემოთხსენებულიდან გამომდინარე კომპანიას, რომელიც ახდენს ან და მოახდენს ფერადი და შავილითონების , მუყაოს ნარჩენების, პლასტიკის ნარჩენების პეტის ნარჩენების, ხის ნარჩენების, მინის და ა.შ გატანას ტერიტორიიდან ვალდებულია გავლილი ქონდეს შესაბამისი რეგისტრაცია ნარჩენების მართვის ელექტრონულსისტემაში და დანართების სახით საქმიანობის რეგისტრაციაში ატვირტული ქონდეს WWW.WASTE.MOE.GOV.GE -ზე შესაბამისი დოკუმენტაცია.
- ნებართვის არ არსებობის შემთხვევაში ვერ მოხერხდება 2021 წლის ნარჩენების გეგმის შთანხმება.
განაცხადის მიღება იწყება: 24.11.2020 11:00
განაცხადის მიღება მთავრდება 08.12.2020 18:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება განცხადებაში მითითებულ ელექტრონულმისამართზე.
ელ. ფოსტა:
tenders@ge.anadoluefes.com
Sophio.baramidze@ge.anadoluefes.com
ტენდერის კატეგორია:
- 90500000 ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები