30 ნოემბერი 2020, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T8197 - ტენდერი მულტიფუნქციური კომპლექსის სრული დიზაინის შექმნაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „იდეა მელიქიშვილი“ პრეტენდენტებს სთავაზობს ტენდერში მონაწილეობას : ქ. თბილისში, მელიქიშვილის ქ. № 47 – 49 – 49ა მდებარე საცხოვრებელი და სასტუმრო (მულტიფუნქციური) 7+1(არასრული) სართულიანი კომპლექსის სრული დიზაინის შექმნა.
შესასრულებელ სამუშაოთა ჩამონათვალი:
მთლიანი შენობის ინტერიერისა და ექსტერიერის სრული დიზაინის შემუშავება:
- გარე ფასადის დამტკიცებული ვიზუალის მიხედვით გარე სივრცის მოწყობა
- შიდა ეზოსა და პარკინგების დაგეგმარება/დიზაინის შემუშავება
- რეცეფციის, რესტორნის, ლაუნჯ ბარის, სხვადასხვა კვების ობიექტების დიზაინი
- სასტუმროს ნომრებისა სრული დიზაინი
- სადარბაზოების, კორიდორების კეთილმოწყობა
- სასტუმროსთვის საჭირო ინვენტარის ( ავეჯი, აქსესუარები, ტექნიკა და ა.შ. ) დიზაინი
- ფიტნეს და სპა სივრცის ვიზუალი
- კომერციული სართულის ძირითადი ობიექტების ვიზუალის ფორმირება
პროექტის/დიზაინის შეთანხმება შესაბამის სამსახურებთან.
შერჩევის პროცესის მიმდინარეობა
შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- პრეტენდენტ/ებ/მა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2020 წლის 30 ნოემბერის 18:00 საათისა.
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 30 ნოემბერი, 18:00 სთ;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: r.jikia@ginoparadise.ge - 593 50 95 57, ggvaramadze@ginoparadise.ge - 544 44 54 64. goga.ch@ginoparadise.ge
ტენდერის კატეგორია:
- 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 79900000 სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები