4 დეკემბერი 2020, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT8215 - ერთსართულიანი საოფისე შენობის მშენებლობა / Construction of a single-storey office building
ტენდერის აღწერილობა:
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.
დაგეგმილი გვაქვს, შევისყიდოთ მომსახურება (ერთსართულიანი საოფისე შენობის მშენებლობა) საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისგან დანართი 1 - ის შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 04.12.2020 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ პირველი ეტაპისთვის მოთხოვნილი დოკუმენტაცია დანართი 2-ის შესაბამისად შემდეგ ელ. ფოსტაზე: ge_quotation@giz.de
შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.
გთხოვთ დოკუმენტაციის წარმოდგენისას მიუთითეთ:
- კომპანიის დასახელება;
- კომპანიის მისამართი
- საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი);
- საიდენტიფიკაციო კოდი
გთხოვთ შემოთავზების გამოგზავნისას დაიცვათ შემდეგი მითითებები:
- ელ.ფოსტის სათაურში (subject) მითითებული უნდა იყოს აუცილებლად ტენდერის ნომერი - 83370401
- GIZ -საქართველოს სხვა ელ.ფოსტაზე შემოსულ შემოთავაზებებს, გარდა ზემოთ მითთებული მისამართისა, მიენიჭებათ დისკვალიფიკაცია.
დოკუმენტაციის შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 10.12.2020 -თვის.
დაკავშირება მოხდება პირველ ეტაპზე შერჩეულ კომპანიებთან, რათა მათ გადაეცეთ შესაბამისი დოკუმენტაცია საფასო შემოთავაზების მოსამზადებლად.
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები