ჩაბარების ვადა:

7 დეკემბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T8229 - ტენდერი დემონტაჟისთვის საჭირო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,საქსპეცტრანსი“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას ქ. თბილისი, მასივი III, საცხენისის ქ.N 20-ში მდებარე ობიექტის ს/კ 01.19.20.27.006 დემონტაჟისთვის საჭირო სამუშაოების შესყიდვის მიზნით. დემონტაჟის შემდეგ სრულად უნდა მოსწორდეს მიწის ზედაპირი, ამოივსოს ორმულები და ბოლომდე გასუფთავდეს ტერიტორია სამშენებლო ნარჩენებისგან.

2. საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

  • სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის  შესაბამისად (იხ. მიბმული ფაილ(ებ)ი).
  • შემსყიდველის მიერ შერჩეულმა პირმა უნდა უზრუნველყოს მეორადი სამშენებლო მასალების და სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანა არსებული ნორმებისა და წესის შესაბამისად, სადემონტაჟო სამუშაოების დასრულებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა;
  • აუცილებელ პირობას წარმოადგენს სადემონტაჟო სამუშაოების განმხორციელებელი პირის მიერ სამშენებლო მასალების, იმ ოდენობით და ღირებულებით შესყიდვა, როგორც მოცემულია, თანდართული აუდიტორული კომპანია შპს ,,საკონსულტაციო ჯგუფი კავკასაუდიტი“-ს დასკვნებში, მიუხედავად იმისა, რომ დემონტაჟის შედეგად მეორადი მასალების რაოდენობა შესაძლოა აღმოჩნდეს განსხვავებული.
  • შესაბამისად შემოთავაზებულ სადემონტაჟო სამუშაოების ღირებულებას გამოაკლდება მეორადი სამშენებლო მასალების ღირებულება

3. ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა

პრეტენდენტმა ადგილზე დათვალიერების შედეგად უნდა წარმოადგინოს მოქმედი ნორმატივების მიხედვით შედგენილი რესურსული ხარჯთაღრიცხვა.

4. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა

  • სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 6 თვე;
  • სამუშაოების დაწყების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 სამუშაო დღე;
  • პრეტენდენტმა, სატენდერო წინადადების წარდგენისას, ხარჯთაღრიცხვასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შესასრულებელი სამუშაოების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი;
  • მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.

5. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი

  • მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.
  • სამუშაოს შესრულების ადგილია: ქ. თბილისი, მასივი III, საცხენისის ქ. N20, ს/კ 01.19.20.027.006.

6. მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ

მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოები შეასრულოს მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით. სამუშაოს შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს ხარისხიანი და აკმაყოფილებდეს პროექტის მოთხოვნებს და საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს.

7. სხვა დამატებითი მოთხოვნები

  • მიმწოდებელმა ობიექტზე სამუშაოს დაწყებამდე უნდა განათავსოს საინფორმაციო დაფა ზომით არანაკლებ 1მX1მ; (საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილება) (საინფორმაციო დაფაზე დასატანი ინფორმაცია შემსყიდველთან შეთანხმებით).
  • ყველა სამუშაოს განხორციელება მოხდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის N361 დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის - ,,სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ მოთხოვნათა გათვალისწინებით.

8. სამუშაოთა საბოლოო მიღება

  • მიმწოდებელი ატყობინებს შემსყიდველს სამუშაოთა დასრულების შესახებ, თანახმად მიმწოდებლის მიერ დადგენილი ვადისა. შემსყიდველი ამოწმებს შესრულებულ სამუშაოებს. თუ შემსყიდველმა სამუშაოები შეაფასა წუნით, სამუშოები დასრულებულად ჩაითვლება დეფექტების აღმოფხვრის შემდეგ.
  • სამუშაოები შესრულებულად ჩაითვლება და შესაბამისი მიღება ჩაბარების აქტი გაფორმდება მხოლოდ მეორადი სამშენებლო მასალების და სამშენებლო ნარჩენის ტერიტორიიდან გატანის შემთხვევაში;
  • შემსყიდველის მიერ სამუშაოების შესრულების დადასტურება ხდება მიღება-ჩაბარების აქტისა და ფორმა N2-ის თანახმად, რომელსაც ამოწმებს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“ (ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურება უნდა უზრუნველყოს სადემონტაჟო სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ).

9. ანგარიშსწორების განხორციელების პირობები

  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
  • ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად შესრულების შემდგომ, მხარეებს შორის ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოზე გაფორმებული ფორმა N2-ის საფუძველზე სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ გაცემული დასკვნის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების დადასტურებიდან და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

10. სხვა დამატებითი პირობები

  • შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, წინამდებარე ფასთა გამოკითხვის შედეგად შერჩეულ მონაწილესთან, მისი თანხმობის შემთხვევაში გააფორმოს ხელშეკრულება, უფრო დაბალი ფასით ვიდრე წარმოდგენილი ქონდა ფასთა გამოკითხვის დროს.
  • მონაწილე პირის ქონებაზე ან/და საბანკო ანგარიშებზე არ უნდა იყოს რეგისტრირებული სამართლებრივი შეზღუდვა.

11. პრეტენდენტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • კომპანიის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონები;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა, გამოცდილება);
  • შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა;
  • სადემონტაჟო სამუშაოების გრაფიკი.

ფასთა გამოკითხვის შედეგად შერჩეულ პირს, ხელშეკრულების გაფორმებამდე შესაძლებელია მოეთხოვოს სხვადამატებითი დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულება, რაზეც ეცნობებათ დამატებით და განესაზღვრებათშესაბამისი ვადა. შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, შემსყიდველისათვის მისაღები ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან საავანსო თანხისღირებულების უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია –(საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 (ერთი) თვით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას).
  • განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან კომპანიის რეგისტრაციის შესახებ და საბანკო რეკვიზიტები;
  • ინფორმაცია რეორგანიზაცია/ლიკვიდაციის შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისრეესტრიდან;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ.

12. ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:

წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით, დალუქულ კონვერტში,  მისამართზე: ქ. თბილისი,  კოსტავას ქ.N70 კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტოინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2020 წლის 7 დეკემბრისა 18:00 სთ-მდე.

მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენამდე სავალდებულოა აპლიკანტი სამუშაოების შესრულების ადგილზე გაეცნოს არსებულ სიტუაციას.

საკონტაქტო პირი
ვანო მეფარიშვილი 593795510

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები