ჩაბარების ვადა:

15 დეკემბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T8239 - ტენდერი შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის სერვისის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „პისი მაქსი“ აცხადებს ტენდერს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის სერვისის შესყიდვის შესახებ. კომპანიას ესაჭიროება გამოცდილი და სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომსახურება, რომელიც შრომის უსაფრთხოებისნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით უზრუნველყოფს კომპანიაში შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვას და მართვას.

კომპანია „პისი მაქსის“ საქმიანობა მოიცავს მაგისტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის (მიწისქვეშა და მიწისზედა) მშენებლობას საქართველოს მაშტაბით. კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა - 55;

ვაცხადებთ ტენდერს კომპანიისათვის შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველსაყოფად. ერძოდ:

  • რისკების შეფასება და კონტროლი - ობიექტების ინსპექტირება, საფრთხეების გამოვლენა და იდენტიფიცირება, რისკების ამსახველიდოკუმენტის შექმნა;
  • რისკების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის შენობა-ნაგებობების გამაფრთხილებელი ნიშნებით უზრუნველყოფის კონტროლი;
  • შრომის უსაფრთხოების გეგმის შედგენა - შემუშავებულ ღონისძიებათა ნუსხა, რომლის მიზანია სამუშაოს შესრულებისას ძირითადიმოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა;
  • საგანგებო სიტუაციათა მართვის გეგმა - დოკუმენტი რომელშიც გაწერილია საგანგებო სიტუაციებისას (ხანძარი, მიწისძვრა, ა.შ) მოქმედებისგეგმა და თითოეული დასაქმებულის ვალდებულება ამ გეგმაში;
  • გაზომვითი სამუშაოები - ტემპერატურის, ტენიანობის, განათების, ჰაერის მოძრაობის სიჩქარის ზემოქმედების განსაზღვრა თანამშრომლებისჯანმრთელობაზე და პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციების გაცემა;
  • შრომის უსაფრთხოებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუდმივი ინფორმირებულობა დაკომპანიის მენეჯმენტის დროული ინფორმირება;
  • სასწავლო პროგრამების შემუშავება და ჩატარება;
  • შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სამართლებრივ მარეგულირებელ ნორმებთან და წესებთანკომპანიის პროცესების/ინფრასტრუქტურის შესაბამისობაში მოყვანა.

სამუშაოების გავრცელების არეალი:

  • გორი
  • ყაზბეგი
  • დუშეთი
  • სამტრედია
  • ხობი
  • ზუგდიდი
  • კასპი
  • მცხეთა
  • თბილისი
  • ვანი
  • ბათუმი
  • ზესტაფონი
  • ქარელი
  • ხაშური
  • ბაღდათი
  • თერჯოლა
  • ოზურგეთი
  • ქობულეთი
  • ფოთი
  • ხარაგაული
  • აბაშა
  • სენაკი
  • ლანჩხუთი
  • მარნეული
  • რუსთავი
  • ბოლნისი
  • დმანისი
  • გარდაბანი
  • ყვარელი
  • საგარეჯო
  • გუდაური
  • თელავი
  • ახალციხე
  • ნინოწმინდა
  • ასპინძა
  • ახალქალაქი
  • თეთრიწყარო
  • გურჯაანი
  • წალკა
  • ახმეტა
  • ლაგოდეხი
  • დედოფლისწყარო
  • სიღნაღი
  • წყალტუბო
  • საჩხერე
  • ჭიათურა
  • ხელვაჩაური
  • ცაგერი
  • ბაკურიანი

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენდებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებული ყველადოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირ/ებ/თან;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობისმომწოდებელს.

ანგარიშსწორების პირობაანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულების ფარგლებში, შეთანხმებული პირობების გათვალისწინებით.

პრეტედენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობისდამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ; (ინფორმაციისმომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • 2 სარეკომენდაციო წერილი
  • სატენდერო წინადადებარომელიც უნდა მოიცავდეს: მომსახურების ღირებულებას.
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციაპრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიების ჩამონათვალი, რომელთანაცთანამშრომლობს და აღნიშნულ სფეროში უწევს მომსახურებას, ხელშეკრულების ვადების გათვალისიწინებით;

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებების შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:

  • ანალოგიურ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ღირებულება;
  • ანგარიშსწორების პირობა.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონული სახით 2020 წლის 1 დეკემბრიდან 2020  წლის 15 დეკემბრის 18:00 საათამდე, ელექტრონულ მისამართზე nikdideb@gmail.com 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: კოკა დიდებულიძე
მობ: 595365545

შენიშნა: სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 79400000 ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები