ჩაბარების ვადა:
10 დეკემბერი 2020, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT8241 - სენსორული ტერმინალის (POS) შეძენა Microsoft Windows-ის ოპერაციული სისტემის ბაზაზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,ლუკოილ-ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს სენსორული ტერმინალის (POS) შეძენაზე Microsoft Windows-ის ოპერაციული სისტემის ბაზაზე.
სენსორული ტერმინალი:
- მოძრავი მონიტორი;
- ეკარინის ზომა 14.1 და ზევით. ეკრანზე შეხებით (touch screen);
- წყალგაუმტარი;
- ეკრტანის გარჩევადობა: 1366 x 768 და ზევით;
- პროცესორი: Intel ad Core CPU;
- ოპერატიული მახსოვრობა: 4GB და ზევით;
- მყარი დისკი:SSD 256 GB;
- ინტერფეისი : 5 USB პორტი და ზევით / პორტი სალაროს ჩართვისთვის / VGA /3 COM პორეტი და ზევით;
- LAN პორტი: 10/100/1000 Mb x 1 ;
- ოპერაციული სისტემა - Windows 7/POSReady 7/Windows Embedded 8.1 Industry/Windows 10 IoT/Linux
დეტალური მოთხოვნები იხილეთ თანდართულ ფაილებში.
სატენდერო წინადადება უნდა შიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
1. კომპანიის (პრეტედენტის) შესახებ ინფორმაციას:
- აუცილებელი პირობა - მონაწილე აუცილებლად უნდა იყოს კომპანია- რეზიდენტი;
- კომპანიის სრული დასახელება;
- იურიდიული მისამართი;
- ფაქტიური მისამართი;
- ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა;
- საკონტაქტო პირი;
- საბანკო რეკვიზიტები;
- კომპანიის ხელმძღვანელ(ებ)ის მონაცემები;
- მსგავსი მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ მონაცემები;
- სერტიფიკატი ან აკრედიტაციის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მონაწილეს აქვს უფლება გასწიოს წინამდებარე მომსახურება.
- კომერციული წინადადების ღირებულება უნდა იყოს მითითებული ლარში.
2. საკვალიფიკაციო დოკუმენტები ტენდერში მონაწილეობისთვის წარსადგენად:
- პრეტედენტის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- შესაბამისი ორგანოებიდან ცნობა ლიკვიდაცია-რეორგანიზაციის პროცესის არ არსებობის შესახებ;
- საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების არ არსებობის შესახებ ცნობა;
- მსგავსი მომსახურებებისა შესახებ ინფორმაცია;
- ტენდერის მონაწილის ინსტრუქცია - ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი;
3. კომერციული წინადადება
- ტენდერის მონაწილის კომერციული განცხადება უნდა შეიცავდეს პირველ პუნქტში მითითებული საქონლის ჯამურ ღირებულებას, წინადადების ვალუტა - ლარი;
სატენდერო პროცედურები:
ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად, ღია ფორმით.
- ტენდერის თარიღი – 10 დეკემბერი 2020 წელი, 15:00.
- ტენდერის ჩატარების ადგილი - თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, შპ ს,,ლუკოილ-ჯორჯია“-ს ოფისი.ტენდერის მონაწილეებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტებში 2020 წლის 09 დეკემბრის 12:00 საათამდე. მონაწილის კონვერტები წარმოდგენილი უნდა იყოს პრეტედენტის ინსტრუქციის 12.3 მუხლის შესაბამისად. კონვერტზე მითითებული უნდა იყოს მონაწილის სახელი და მასალა, რომელიც მოთავსებულია კონვერტში.
- კონვერტები მონაწილეთა მიერ წარდგენილი უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, შპ ს,,ლუკოილ-ჯორჯია“-ს ოფისი.
- ვაჭრობაში მონაწილეობს ორგანისაზიის-პრეტედენტის არაუმეტეს 2 წარმომადგენელი.
- კონვერტები კომეციული წინადადებებით გაიხსნება ტენდერის დროს, რომლის შემდეგაც გაიმართება ვაჭრობა პრეტედენტებს შორის.
განსაკუთრებული პირობები
- ხელშეკრულება გაფორმდება ტენდერის იმ მონაწილესთან, რომელიც სრულად აკმაყოფილებს სატენდერო კომისიის მოთხოვნებს.
- გამარჯვებულთან ხელშეკრულება გაფორმდება არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა ღია ვაჭრობის დასრულებიდან და საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებიდან.
- თუ წინადადება, რომელიც ტენდერის მონაწილემ წარმოადგინა, იქნება არასწორი ან არასრული, მოხდება ამ მონაწილის დისკვალიფიკაცია.
- წინადადების განხილვის დროს კომისია უფლებას იტოვებს მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია აუცილებლობის შემთხვევაში. კონკურსის მონაწილის მიერ დამატებითი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში , მოხდება მისი დისკვალიფიკაცია.
- კომპანია არ აგებს პასუხს ხარჯებზე, რომლებიც გაწეულ იქნა ვაჭრობის პროცესში მონაწილის მიერ, იმიდა მიუხედავად გაფორმდება თუ არა ამ მონაწილესთან ხელშეკრულება.
- კომპანია არ არის ვალდებული გააკეთოს თავისი გადაწყვეტილების ახსნა-განმარტება მონაწილეებისათვის ტენდერის ჩაშლის ან საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე.
- შპს ,,ლუკოილ-ჯორჯია“ არ იღებს ვალდებულებას, რომ დადებს ხელშეკრულებას ტენდერის რომელიმე მონაწილესთან.
საკონტაქტო პირი:
კონსტანტინე კულიჯანოვი
+995 595 957 887
ტენდერის კატეგორია:
- 39300000 სხვადასხვა სახის მოწყობილობები
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები