ჩაბარების ვადა:
14 დეკემბერი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT8243 - ტენდერი სარკინიგზო გადაზიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:
- ნომრით #EF-GE/504
- დანიშნულება: სარკინიგზო გადაზიდვა
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
ქვემოთ მითითებულ მეილზე დასკანერებული სახით უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ტენდერის პირობები:
- გადასაზიდ საქონელს წარმოადგენს ალაო ნაყარი სახით.
- გადაზიდვის მარშრუტი: ოსტროგოჟსკი, (ვორონეჟის მხარე) რუსეთი - გორი, საქართველო;
- 2021 წლის განმავლობაში გადასაზიდი იქნება დაახლოებით 3 000 ტონა ალაო;
- შემოთავაზებული ფასი უნდა განისაზღვროს ერთ ტონაზე და შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
- გადახდის პირობა, გადაზიდვის დასრულებიდან 30 კალენდარული დღე.
- სერვისი გაწეული უნდა იქნეს ეტაპობრივად 2021 წლის განმავლობაში, სს ლომისის მოთხოვნის საფუძველზე.
- სატრანსპორტო კომპანიამ ვაგონების დაყენება უნდა შეძლოს მოთხოვნიდან მაქსიმუმ 10 დღეში.
სატენდერო წინადადება (მოთხოვნილი საბუთები დასკანერებული სახით) უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tenders@ge.anadoluefes.com
- შემოთავაზების მიღება იწყება 01.12.2020 16:00
- შემოთავაზების მიღება მთავრდება 14.12.2020 18:00
- შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
თეკლა ნოზაძე
ლოჯისტიკის დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარი
ელ. ფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com
ტენდერის კატეგორია:
- 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
- 60200000 სარკინიგზო ტრანსპორტის მომსახურებები