ჩაბარების ვადა:

18 დეკემბერი 2020, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T8254 - ქსელური სავალუტო ელექტრო ტაბლოების დამზადება

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს საქართველოს ბანკის ობიექტებისთვის ქსელური სავალუტო ტაბლოების დამზადებაზე.

# დასახელება სპეციფიკაცია ერთეული რაოდენობა
1
ტაბლო N1 - ექსპრესის, თეთრი კანტით, 4 ვალუტიანი
იხილეთ დანართი N3 - დიზაინი და სპეციფიკაციები ცალი 7
2
ტაბლო N2 - მეტროს ექსპრესის, ხის კანტით, 10 ვალუტიანი
ცალი 5
3
ტაბლო N3 - მეტროს ექსპრესის, ხის კანტით, 15 ვალუტიანი
ცალი 2
4
ტაბლო N4 - სერვის ცენტრის (Dinn), ხის კანტით, 10 ვალუტიანი
ცალი 15
5
ტაბლო N5 - სერვის ცენტრის (Dinn), ხის კანტით, 15 ვალუტიანი
ცალი 1
6
ტაბლო N6 - ექსპრესის, ხის კანტით, 4 ვალუტიანი
ცალი 7
7
ტაბლო N7 - სოლოს, 4 ვალუტიანი
ცალი 2

ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:

  • ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული დოკუმენტები;
  • ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან მომსახურების გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება). ამასთან ურთიერთთანამშრომლობის საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვეს;
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს;
  • ტენდერში მონაწილემ სისტემაში უნდა ატვირთოს შევსებული დანართი N1, ხოლო სისტემაში უნდა დააფიქსიროს ფასი დანართი N1-დან - სულ სატენდერო ფასი აშშ. დოლარში (გადასახადების ჩათვლით)“;
  • საიტზე ვაჭრობის დროს შემოთავაზებული ფასდაკლების შემთხვევაში, კომპანიამ უნდა მიუთითოს ფასდაკლების წინადადებაზე გავრცელების მეთოდოლოგია, წინააღმდეგ შემთხვევაში ფასდაკლება გავრცელდება ყველა პუნქტზე პროპორციულად;
  • თბილისის მასშტაბით ტრანსპორტირების შემთხვევაში ერთეული ფასი უნდა მოიცავდეს დანიშნულების ადგილას (უმეტესად თბილისი, ურეკის ქ. N2-ში მდებარე ბანკის საწყობში) ტრანსპორტირების ხარჯსაც;
  • ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მომსახურების ადგილმდებარეობა და შესრულების ვადები განისაზღვრება ინდივიდუალურად ცალკეული შემთხვევებისთვის;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს აშშ დოლარში, გადასახადების ჩათვლით;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს თანდართული ფასების ცხრილის ფორმატის დაცვით;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ბანკის ცალკეული დაკვეთით შესრულებული მომსახურების მიღება-ჩაბარებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში;
  • ცალკეული შეკვეთის შესრულების ვადა უნდა იყოს არაუმეტეს 3 (სამი) საბანკო დღე;
  • შემოთავაზებულ პროდუქტს უნდა ჰქონდეს გარანტია არანაკლებ 5 (ხუთი) წელი; საგარანტიო პერიოდიში კომპანიამ ბანკს უნდა გაუწიოს თანმდევი მომსახურება და ბანკის შეტყობინებისან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში გამოასწოროს ტაბლოსთან დაკავშირებული ხარვეზი, ან ჩაანაცვლოს ახალი პროდუქტით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
    - შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი N1);
    - საბანკო რეკვიზიტები (დანართი N2);
    - გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
  • წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;
  • ტაბლოები უნდა მომზადდეს ბანკის მიერ დადგენილი დიზაინის მიხედვით. დიზაინი და ზომები მოცემულია დანართ N3-ში;

სატენდერო მოთხოვნები:

  • არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესი ტენდერში მონაწილის წინააღმდეგ;
  • ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წლიანი ზოგადი გამოცდილება;
  • ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული სულ მცირე 2 მსგავსი კონტრაქტის (ქსელური სავალუტო ელექტრო ტაბლოების მიწოდება) და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის ასლი;
  • ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კლიენტების სია ვისაც უწევდა/უწევს ანალოგიურ მომსახურებას ბოლო 3 წლის განმავლობაში. სიაში მითითებული უნდა იყოს კლიენტების საკონტაქტო ინფორმაცია, ვისაც შეგვიძლია მივმართოთ რეკომენდაციის მისაღებად;
  • კომპანიების შემოთავაზებების განხილვის შემდეგ, აუცილებელი იქნება საბოლოო ნიმუშების წარმოდგენა. ნიმუშების წარმოდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს, მოთხოვნიდან 5 კალენდარული დღის ვადაში. თუ წარმოდგენილი ნიმუში ბანკისთვის მისაღები იქნება, ბანკი მხრიდან მოხდება მისი შესყიდვა. თუ მისაღები არ იქნება, კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს ნიმუშის დამზადების ხარჯი, როგორც ტენდერის მონაწიეობასთან დაკავშირებული ხარჯი, რომელსაც თავად დაფარავს.

ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოსდაცვითი, ნარჩენების მართვის და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.

ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
  • ნარჩენების წარმოქმნის შემთხვევაში, თავად დაამუშავოს ნარჩენები, ან შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების მიზნით გადასცეს შესაბამისი უფლების მქონე პირებს, ნარჩენების მართვის კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ტენდერის მონაწილე ვალდებული იქნება დაიცვას შრომის უსაფრთხოების ნორმები და სტანდარტები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

  • წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, ბანკი იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოს ტენდერი;
  • ტენდერის შედეგად შესაძლოა გაფორმდეს ერთზე მეტი გენერალური ხელშეკრულება;
  • ბანკი იტოვებს უფლებას გააგრძელოს მოლაპარაკებები ტენდერში, ტექნიკურად მისაღები და უდაბლესი ფასის მქონე ორ კომპანიასთან და მოლაპარაკების შედეგების მიხედვით მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება;

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 18 დეკემბერი 16:00 სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
  • ვაჭრობა გაიმართება ჯამურ ღირებულებაზე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებით კითხვებზე მიმართეთ:
მარიამ ნაკაშიძე
მობ: 599358444
ელ. ფოსტა: mnakashidze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 31700000 ელექტრონული, ელექტრომექანიკური და ელექტროტექნიკური აქსესუარები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    10 დეკემბერი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 350.00 $