ჩაბარების ვადა:

11 დეკემბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T8269 - ტენდერი ევრო დიზელის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ – (ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი) აცხადებს კონკურსს 2021 წლის 1 იანვრიდან  2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით დიზელი 10 ppm-ის (ევრო დიზელი სითხის სახით) მოწოდებაზე ქ. ზესტაფონსა და ქ. ჭიათურაში.

  • რაოდენობა: 250 000 ლ თვეში, (95 000 ლ მიწოდებული ქ. ზესტაფონში, 155 000 ლ - მიწოდებული ქ. ჭიათურაში)

საკონკურსო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, საბანკო რეკვიზიტები;
  • სახელმწოფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის ასლი;
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდებების განხორციელების შესახებ ბოლო 3 წლის განმავლობაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ბენზინმზიდი ავტომანქანების (ტუმბოთი აღჭურვილი) ჩამონათვალი სახელმწიფო ნომრების მითითებით, მოქმედი ტქნიკური სერტიფიკატები;
  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა, სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ალტერნატიული სატენდერო წინადადებები არ განიხილება;

შესყიდვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ წერილობით შემდეგ ელ. მისამართზე: e.kiria@gm.ge

საკონკურსო წინადადება არ მიიღება და შესაბამისად არ დაიშვება შეფასებაზე, თუ პრეტენდენტი დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს სატენდერო განცხადებით მოთხოვნილ ყველა ინფორმაციას.

ტენდერი ჩატარდება Z-ის მაჩვენებელსა და შესაბამისად, 1 ლიტრ დიზელის ფასზე (ფასში უნდა შედიოდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადი და ტრანსპორტირების (მოწოდების) ფასი.

ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება სატენდერო კომისიის მიერ მონაწილეთაგან, რომელიც დააკმაყოფილებს სატენდერო მოთხოვნებს, დააფიქსირებს დაბალ ფასს და შემსყიდველისთვის მოქნილ გადახდის პირობას (მიმდინარე თვეში მოწოდებული საწვავის ღირებულება გადაიხდება მომდევნო თვის 15 რიცხვამდე).

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • პრეტენდენტებმა საკონკურსო წინადადება უნდა წარმოადგინონ PDF ფორმატში ელ. მისამართზე: E.kiria@gm.ge
  • წინადადებათა მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 11 დეკემბერი.

ტენდერის კატეგორია:

  • 09100000 საწვავი