20 იანვარი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT8328 - ტენდერი გაზაფზული - ზაფხულის სპეც. ტანსაცმლის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ნეოგაზი” აცხადებს გაზაფხული - ზაფხულის სპეც. ტანსაცმლის შესყიდვაზე 14/12-NEO-P/UNI-20.
შესყიდვის სპეციფიკაცია:
- აგგს-ის ოპერატორ-გამმართველის გაზაფხული-ზაფხულის ბრენდირებული სპეც-ტანსაცმლის შარვალი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 300 ცალი;
- აგგს-ის ოპერატორ-გამმართველის გაზაფხული-ზაფხულის ბრენდირებული სპეც-ტანსაცმლის მაისური ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 300 ცალი;
- აგგს-ის ოპერატორ-გამმართველის გაზაფხული-ზაფხულის ბრენდირებული სპეც-ტანსაცმლის ქურთუკი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 100 ცალი;
- აგგს-ის დამლაგებლების ბრენდირებული სპეც-ტანსაცმლის წინსაფარი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 30 ცალი;
- აგგს-ის ოპერატორ-გამმართველის ბრენდირებული საწვიმარი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზიზ მიხედვით - 30 ცალი;
- აგგს-ის ოპერატორ-გამმართველის ბრენდირებული კეპი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზიზ მიხედვით - 200 ცალი.
შენიშვნა: ზემოდაღნიშნული რაოდენობების მიწოდებიდან 3 თვის ვადაში ნებისმიერი რაოდეობით დამატებითი დაკვეთის განხორციელების შემთხვევაში მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მოწოდება ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასებითა და პირობებით.
დართულ ფაილებში გთხოვთ იხილოთ:
- სპეც. ტანსაცმლის ესკიზები - “Design.pdf”;
- შპს ნეოგაზის ლოგოტიპი - “Logo.pdf”;
- სპეც. ტანსაცმლის ტექნიკური პარამეტრები და პირობები - “დანართი N1.pdf”;
- შესავსები ფასების ცხრილი - “დანართი N2.xlsx”
შპს „ნეოგაზი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში სრულად შევსებული დანართი N2-ს სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, წინადადება უნდამოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს შემსყიდველი კომპანიის მისამართზე: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-13 კმ;
- ყველა პოზიციის პროდუქციის ნიმუშები შესრულებული ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით- აუცილებელია !!!, ნიმუშის გარეშე წინადადება არ განიხილება.
- გამოყენებული მასალების (ნაჭრის) აღწერილობა და სერტიფიკატები ანტისტატიკური და სხვა ტიპის თვისებების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, საკონტაქტო ნომრები და ელ. მისამართები);
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდაიყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი - 14/12-NEO-P/UNI-20;
- წინადადების ისევე როგორც ნიმუშების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18, დამატებით შევსებული დანართი N2-ს ფაილი იგზავნება ელექტრონულ მისამართზე: dagekyan@gig.ge
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 20 იანვარი 18:00 საათი.
საკონტაქტო პირები:
სატენდერო დოკუმენტაციასთან და ჩაბარებასთან დაკავშირებით:
დიმიტრი აგეკიანი
ელ.ფოსტა: dagekyan@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: (598) 88 94 90
სპეც. ტანსაცმელთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ესმა ჩაჩანიძე
საკონტაქტო ნომერი: (599) 67 14 14
ტენდერის კატეგორია:
- 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
- 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
- 18300000 ტანსაცმელი
- 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები