ჩაბარების ვადა:

28 დეკემბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T8339 - ბაზრის კვლევა ბანკის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონებების აუქციონის გზით რეალიზაციაზე (სპეციალისტის სააუქციონო მომსახურება)

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ბაზრის კვლევას (ფასთა გამოკითხვას), კომპანიის შესარჩევად, რომელიც ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, უზრუნველყოფს ბანკის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონებების აუქციონის გზით რეალიზაციას მხარეებს შორის წინასწარ შეთანხმებული სპეციალისტის მეშვეობით, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 302- მუხლისა (სპეციალისტის სააუქციონო მომსახურება).

კომპანიის შერჩევა მოხდება შემდგომი შესაძლო თანამშრომლობის მიზნით. ამ მიზნით დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ კომერციული შემოთავაზება მოთხოვნილ მომსახურებაზე საკომისიო/საპროცენტო ღირებულების სახით  (დანართი #1).

ფასთა კვლევის შედეგად მიღებული რაიმე შედეგი არაა სავალდებულო ბანკისათვის და არ წარმოშობს რაიმე ვალდებულებას შესაბამის კომპანიასთან ხელშეკრულების გასაფორმებლად.

თუ ბანკის მხრიდან მოხდება რომელიმე კომპანიასთან/კომპანიებთან ურთიერთობის გაგრძელებაზე გადაწყვეტილების მიღება, მხარეებს შორის გაფორმდება ხელშეკრულება დანართი #2-ის შესაბამისად.

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კომპანიის დასახელება;
  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 წელიწადია დაფუძნებული;
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ არაუგვიანეს 2020 წლის 28 დეკემბრისა წარმოადგინოთ შემოთავაზება (შევსებული დანართი #1) ელექტრონული ფოსტით ელექტრონულ მისამართზე: Shorena.tavadze@lb.ge; შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, მობ: 595 901 200.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად საკონტაქტო პირია სასამართლო დავების განყოფილების უფროსი სოფიო მაჭავარიანი; ელ. ფოსტა: sopho.machavariani@lb.ge; 
მობ: 591 906 040; 

წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.

ტენდერის კატეგორია:

  • 70100000 კერძო საკუთრებაში მყოფ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მომსახურებები