ჩაბარების ვადა:
25 დეკემბერი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT8352 - ტენდერი სამეურნეო საქონლის რეგულარულ მიწოდებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს სამეურნეო საქონლის რეგულარულ მიწოდებაზე.
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- ტენდერი შედგება ორი ეტაპისგან:
- პირველი ეტაპი - ფასების მოწოდება შემდეგი პრინციპით: დამატებით ექსელის ცხრილში 3 შითზე მოცემულია პროდუქციის ჩამონათვალი აღწერილობით და რაოდენობებით, სადაც უნდა მოხდეს ფასების და თქვენ მიერ შემოთავაზებული პროდუქციის მითითება (იხ. თანდართული ფაილი N1)
- მეორე ეტაპი: ნიმუშების მოწოდება; - წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს)
- გადახდისპირობა:30 დღიანი კონსიგნაცია;
- გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარებში;
დამატებითი მოთხოვნები:
- შემოთავაზება უნდა მოიცავდეს მიწოდების სერვისის ორ ვარიანტს, რომლიდანაც შევარჩევთ ერთ-ერთს
- ორ ლოკაციაზე (თბილისი,აღმ. ხეივანი მე-6 კმ, ქუთაისი, ორახელაშვილის ქ.#14). ყუთები უნდა იყოს დალუქული და თითოეულს უნდა ეწეროს მაღაზიის დასახელება/მისამართი;
- საქართველოს მასშტაბით ყველა ფილიალში(იხ.თანდართული ფაილი N2); - მოწოდების ვადა უნდა იყოს შეკვეთიდან 5-7 დღე;
- მოწოდებული პროდუქცია უნდა იყოს დალუქული ყუთებით;
- ექსელის ფაილში პირველ sheetზე არის ყოველთვიური მაღაზიების შეკვეთა, მეორე sheetზე ოფისის და საწყობის ყოველთვიური შეკვეთბი, ყველა დასახელებაზე უნდა იყოს ფიქსირებული ფასი 1 წლის განმავლობაში.
დამატებითი ინფორმაცია:
- შეკვეთა ხდება ყოველთვიურად თვის 5 დან 10 რიცხვამდე;
- მაღაზიების რაოდენობა 251, საწყობი 3, ოფისი 1.
- ახალი მაღაზიის გახსნისთვის მომწოდებელს ეგზავნება პროდუქციის ჩამონათვალი, რომელიც უნდა მიაწიდოს ობიექტს გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, მხოლოდ ახალ ობიექტზე იქნება საჭირო საპნის, საპირფარეშოს ქაღალდის და ხელსახოცი ქაღალდის დისპენსერების მონტაჟი.
- შერჩეულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება ერთი წლის ვადით;
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2020 წლის 18 დეკემბრიდან 2020 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით;
დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ასევე, გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნინო ბუშელაშვილი
შესყიდვების უფროსი სპეციალისტი
Nino.bushelashvili@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 39800000 საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია