ჩაბარების ვადა:

28 დეკემბერი 2020, 13:00

სტატუსი:

დასრულებული

T8377 - ტენდერი სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის გარე საევაკუაციო ლითონის კიბის მოწყობის მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში აცხადებს ტენდერს სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის გარე საევაკუაციო ლითონის კიბის მოწყობის მომსახურებაზე.

  • გამოცხადების თარიღი: 2020 წლის 24 დეკემბერი
  • ქვეყანა: საქართველო
  • შესრულების ადგილი: ახალციხე, 9 აპრილის ქ. № 1გ
  • კონტრაქტის დასახელება: გარე საევაკუაციო ლითონის კიბის მოწყობის მომსახურება
  • დამკვეთი: ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში.

ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში იწვევს დაინტერესებულ პრეტენდენტებს სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის (ობიექტის საკადასტრო კოდი: 62.09.60.104 ) გარე საევაკუაციო ლითონის კიბის მოწყობის მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

  • სატენდერო პირობები: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, ყველა გადასახადის ჩათვლით (დ.ღ.გ., საშემოსავლო და ა.შ.) 
  • წინადადება შევსებული უნდა იყოს დამკვეთის მიერ წარმოდგენილ „ სატენდერო დანართ N 1 “-ის ფორმაში. 
  • „სატენდერო დანართ N1“-ში ივსება მხოლოდ და მხოლოდ სამუშაოების ფასთა გრაფები, დანარიცხების პროცენტული სიდიდეები და შემსრულებლის მონაცემები. დანარიცხების გრაფაში არ არის საშემოსავლოს პუნქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული გადასახადი ხელფასების სვეტში უნდა იყოს გათვალისწინებული.   

სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის გარე საევაკუაციო ლითონის კიბის მოწყობის მომსახურება უნდა შესრულდეს საქართველოში მოქმედი სტანდარტებისა და სამშენებლო ნორმების, ასევე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების მკაცრი დაცვით;

სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის გარე საევაკუაციო ლითონის კიბის მოწყობის მომსახურების შესრულების საორიენტაციო პერიოდია ათი სამუშაო დღე;

სამუშაოების ღირებულება: 

  • ტენდერში მონაწილის პასუხისმგებლობაა წარმოდგენილი სატენდერო ფასი შეესაბამებოდეს ადგილობრივ საბაზრო ფასებს და აგრეთვე გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების ღირებულებაზე;
  • წინადადების მოქმედების ვადა: მინიმუმ 30 კალენდარული დღე.

პრეტენდენტები, კონტრაქტის მისანიჭებლად უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს:

 უნდა გააჩნდეთ ანალოგიური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 3 წლის გამოცდილება უკანასკნელ წლებში (2020-2017);

პრეტენდენტმა, ტენდერში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

  • კომპანიის რეკვიზიტები, კომპანიის იურიდიული დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, პოზიცია, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია განხორციელებული პროექტების შესახებ (მათ შორის გაფორმებული საინჟინრო კომუნიკაციების საპროექტო მომსახურებასთან დაკავშირებით სამუშაოების ხელშეკრულების, ხარჯთაღრიცხვის ასლები), მოთხოვნილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად;
  • განაცხადი ტენდერში მონაწილეობის სურვილზე;
  • შევსებული მოცულობათა უწყისი (დოკუმენტი ერთვის ამ განცხადებას დანართი № 1 სახით).

არასრული დოკუმენტაცია არ იქნება განხილული;

ტენდერის პროცესში, დამკვეთი უპირატესობას მიანიჭებს კომპანიას, რომელიც შესასრულებელ სამუშაოებზე  დაადგენს დაბალ ფასს, მისაღებ ხარისხს, ექნება შესაბამისი კვალიფიკაცია, ექნება სხვა დამკვეთის (შესრულებული პროექტის) რეკომენდაციები.

პრეტენდენტის შერჩევისა და კონტრაქტის მინიჭების ვადა: 2020 წლის 29  დეკემბერი.

დანართი: მოცულობათა უწყისის ფორმა.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3hfJWHx

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადებების მიღების საბოლოო ვადა: 2020 წლის 28 დეკემბერი 13:00 საათამდე;
  • მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იქნას ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: camilliansge@gmail.com
  • დამკვეთი უფლებამოსილია, შერჩევის პროცესში, პრეტენდენტს მოსთხოვოს ინფორმაციის დაზუსტება სატენდერო განცხადებაში მითითებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით;

სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით და ტექნიკური ხასიათის კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
ედუარდ ზახარიანს
მობ: 571 373 193
ელ. ფოსტა: zaxariani@gmail.com

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები