18 იანვარი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT8392 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის და პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ აცხადებს ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის და პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვაზე.
შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური განვითარების პროექტის: „საქართველოსა და უკრაინის უსდ-ების როლის გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში ინდუსტრიული პარადიგმა 4.0-ის მეშვეობით“ (HEIn4, 609939-EPP-1-2019-1-BE-EPPKA2-CBHE-JP) აცხადებს ღია ტენდერს კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.
ძირითადი მოთხოვნები: ყველა დაინტერესებული მხარე, რომელიც აპირებს მონაწილეობის მიღებას წინამდებარე ტენდერში, უნდა აკმაყოფილებდეს
შემდეგ პირობებს:
- კომპიუტერული ტექნიკით ვაჭრობის გამოცდილება ბოლო 2 წლის განმავლობაში;
- ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ ერთი მსგავსი მასშტაბის კონტრაქტი.
სხვა მოთხოვნები:
- სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იქნას დანართ #1-ის შევსების გზით დღგ-ს გარეშე (პროექტი სარგებლობს საგადასახადო შეღავათით). ის ხარჯი, რომელიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
- შემოთავაზებული ტექნიკა და პროგრამული უზრუნველყოფა უნდა აკმაყოფილებდეს დანართ #1-ში მითითებულ ტექნიკურ მახასიათებლებს (სპეციფიკაციები).
შესყიდვის სავარაუდო მაქსიმალური ღირებულება:
- ტექნიკა: 18 430 ევროს ექვივალენტი ლარში
- პროგრამული უზრუნველყოფა: 3000 ევროს ექვივალენტი ლარში
კონტრაქტის პირობები და ანაზღაურება:
- კონტრაქტის ფარგლებში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ტექნიკის მოწოდება 2021 წლის თებერვლის თვეში.
- კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის სრული ანაზღაურება მოხდება ტექნიკის მიწოდებიდან და დამკვეთსა და კონტრაქტორს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში.
- ანაზღაურება მოხდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.
- გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ წინამდებარე ტენდერის საფუძველზე შემოთავაზებული კომპიუტერული ტექნიკა 2021 წლის თებერვლის თვეში სრულად უნდა იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე.
შერჩევის კრიტერიუმები:
- შემოთავაზებების განხილვის პროცესში უპირატესობა მიენიჭება იმ სატენდერო წინადადებას, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნას და წარმოადგენს კონკურენტულ ფასს.
- შერჩევის ერთ-ერთ კრიტერიუმად ასევე განიხილება პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული პროდუქციის უკეთესი ტექნიკური მახასიათებლები, ვიდრე ეს მითითებულია დანართ #1-ში.
- არასრულად წარმოდგენილი სატენდერო წინადადება არ განიხილება.
პროცედურა: წინამდებარე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ყველა დაინტერესებული მხარე ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი სატენდერო დოკუმენტაცია:
- განცხადების ფორმა (იხილეთ ნიმუში);
- დანართი# 1 (ფასთა კვოტირების ფორმა; გაითვალისწინეთ, რომ ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარის ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს გარეშე).
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის გამოქვეყნების შემდეგ;
- ცნობა, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო წინადადება ყველა ზემოთ ხსენებულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა გამოიგზავნოს 2021 წლის 18 იანვრამდე შემდეგ ელ. მისამართზე: info@btu.edu.ge
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ნონიაშვილი
ტელ: +995 577 23 50 29
ტენდერის კატეგორია:
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
- 48100000 პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები