ჩაბარების ვადა:

20 იანვარი 2021, 17:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T8475 - ტენდერი 35 (ოცდათხუთმეტი) ერთეული მონეტის სათვლელი აპარატების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს 35 (ოცდათხუთმეტი) ერთეული მონეტის სათვლელი აპარატების შესყიდვაზე:

საქონლის დასახელება ტიპი შესასყიდი
რა-ბა
ერთეულის ფასი
(ა.შ.შ. დოლარი)
ჯამური ფასი
(ა.შ.შ. დოლარი)
მონეტის სათვლელი აპარატი იხილ. ტექნიკური სპეციფიკაციები 35 ცალი    

საგარანტიო პერიოდი (თვე) მიწოდების ვადა (კლ.დღე)
   

საჭიროებს თუ არა აპარატი
პერიოდულ წმენდას

გარანტია მოიცავს თუ არა აპარატის
პერიოდულ წმენდას საგარანტიო
პერიოდში

ერთეული აპარატის
წმენდის ტარიფი
კი / არა კი / არა  


ტექნიკური სპეციფიკაცია:

  • აპარატის სიგანე: არაუმეტეს 228 მმ
  • აპარატის სიღრე: არაუმეტეს 325 მმ
  • აპარატის სიმაღლე: არაუმეტეს 165 მმ
  • აპარატის წონა: არაუმეტეს 7.5 კგ
  • აპარატის ძაბვა: 110/130 220/240V 50/60 Hz
  • აპატარის სიმძლავრე: 40W 
  • აპარატის სიჩქარე: არანაკლებ 2.700 მონეტა/წუთში
  • მონეტის დიამეტრის დიაპაზონი: 14-34 მმ
  • მონეტის სისქის დიაპაზონი: 1.0-3.4 მმ

შენიშვნ (ებ) ა:

  • ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ აუცილებელია წარმოადგინოს მონეტის სათვლელი აპარატის ნიმუში არაუგვიენეს ბანკის მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
  • ბანკი ამჟამად იყენებს მონეტის სათვლელი აპარატის შემდეგ მოდელს - Scan Coin 303. პრეტენდენტი უფლებამოსილია წარმოადგინოს სხვა ტიპის ან/და ბრენდის საქონელი, რომლის სპეციფიკაცია უნდა იყოს არანაკლებ მოთხოვნილი ტექნიკური სპეციფიკაციებისა.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • საქონლის შემოთავაზება უნდა მოხდეს ა.შ.შ. დოლარში, ხოლო მომსახურების ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით E-mail-ით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ ბანკი განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერი ჩატარდება 3 ბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით შესასყიდი საქონლის ჯამურ თანხაზე, ბიჯის ოდენობა განისაზღვრება არანაკლებ 400 დოლარის ოდენობით;
  • ფასი უნდა მოიცავდეს ყველა გადასახადს და ტრანსპორტირებას ქ.თბილისში.
  • ვაჭრობის დასრულების შემდგეგ ბანკი იტოვებს უფლებას მოლაპარაკება გააგრძელოს კომპანიებთან ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
  • გამარჯვებული კომპანია შეირჩევა კრიტერიუმების მიხედვით, მათ შორის: საქონლის ფასი, მომსახურების ფასი (გაწმენდის სამუშაოები), საგარანტიო პერიოდი და მოწოდების ვადა;
  • ბანკი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, დააკორექტიროს ან/და გადაავადოს ტენდერი საკუთარი შეხედულებისამებრ, ასევე ვაჭრობის დასრულების შემდეგ (საჭიროების შემთხვევაში) აწარმოოს დამატებითი მოლაპარაკებები პრეტენდენტებთან ფასებთან, ტექნიკურ ან/და სხვა საკითხებთან დაკავშირებით;
  • ბანკი იტოვებს უფლებას, პირველ ეტაპზე მოახდინოს 20 (ოცი) ერთეული აპარატის შესყიდვა, ხოლო დარჩენილი 15 (თხუთმეტი) წლის მეორე ნახევარში რომლის შესახებ ეცნობება პრეტენდენტს ხელშეკრულების გაფორმებამდე, ხოლო ხელშეკრულება გაფორმდება ჯამში 35 ცალის მოწოდებაზე;

ანგარიშსწორების პირობა:

  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება მოთხოვნილი პროდუქციის სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს წინამდებარე დოკუმენტი;
  • შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.
  • ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ;

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტმა უნდა შეავსოს წინამდებარე დოკუმენტში არსებული ცხრილები, დაიბეჭდოს და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი აიტვირთოს;
  • შემოთავაზებული საქონლის დეტალური სპეციფიკაციები (ბროშურის ან სხვა სახით);
  • საგარანტიო პირობები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • საბანკო რეკვიზიტები;

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 20 იანვარი 17:00 სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
  • ვაჭრობის ბიჯი: 400 დოლარი;
  • გთხოვთ სისტემაში მიუთითოთ მოსაწოდებელი პროდუქციის ჯამური ღირებულება.
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ: +995 595 03 64 84
ელ. ფოსტა: ko.metreveli@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    18 იანვარი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 400.00 $