ჩაბარების ვადა:

20 იანვარი 2021, 15:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T8502 - ტენდერი სხვადასხვა ზომის ორგმინის და არაკალის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სხვადასხვა ზომის ორგმინის და არაკალის შესყიდვაზე. 

შესყიდვის ობიექტი:

პროდუქტი რაოდენობა
არაკალი - თეთრი (wifi) (ზომა: სიგრძე - 8 სმ. სიმაღლე 6 სმ.) 600
არაკალი - ნარინჯისფერი (ზომა: სიგრძე - 12 სმ. სიგანე 11 სმ.) 600
ორგმინა უფერული 1 (ზომა - სიგრძე 13.2 სმ. სიგანე - 12 სმ. სისქე - 3 მმ.) 600
ორგმინა უფერული 2 (ზომა - სიგრძე 13.2 სმ. სიგანე - 12 სმ. სისქე - 6 ან 5 მმ.) 600
ორგმინა თეთრი - ბრენდირებული დახვრეტილი (სიგანე 47 სმ. სიგრძე 17.5 სმ. სისქე 2 მმ.) 650
  • გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა პროდუქციის სატესტოდ მოწოდება. 
  • მოწოდება უნდა განხორციელდეს ერთ ეტაპად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 კვირის ვადაში. 

მახასიათებლები:

  • სატესტო პროდუქტის მოწოდებამდე საჭიროა ორიგინალი პროდუქტის გაცნობა. 
  • მოწოდებული პროდუქტის უნდა იყოს მაღალი ხარისხის, ორგმინა და არაკლის არ უნდა გახუნდეს და გაიცრიცოს 2 წლის განმავლობაში 

სატენდერო პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები): 

  • დანართი N1‐ კომპანიის რეკვიზიტები;
  • დანართი N2‐ ფასების ცხრილი
    - ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში დღგ‐ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
    - ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება; 
  • დანართი N3‐ განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი; 

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია‐ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს; 

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება. 

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია. 

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია; 

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში. 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 20 იანვარი, 15:00 სთ;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
მობ: +995 599 27 87 97
ელ. ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 14800000 სხვადასხვა არალითონური მინერალური პროდუქტი
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    11 იანვარი 2021 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა