ჩაბარების ვადა:

20 იანვარი 2021, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T8518 - ტენდერი 2021 წლისთვის ჟანგბადის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს 2021 წლისთვის ჟანგბადის შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა შეგიძლიათ იხილოთ დანართ N1-ში.

  • ჟანგბადის შესყიდვა დანართი N1-ში მოცემული სავარაუდო წლიური მოცულობების შესაბამისად;
  • მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ბალანსზე რიცხული ბალონების დატუმბვა;
  • მიმწოდებულმა უნდა წარმოადგინოს ფასების 2 ვარიანტი: 
  • შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ბალანსზე რიცხული ჟანგბადის ბალონების დატუმბვა მიმწოდებლის ადგილზე
  • შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ბალანსზე რიცხული ჟანგბადის ბალონების აღება მყიდველის საწყობიდან, მათი დატუმბვა და დატვირთული ბალონების მოწოდება მყიდველის საწყობებში (ქ. თბილისი, ფეიქრების N14  ან  წყალსადენის N7).
  • შენიშვნა: თუ მიმწოდებელს არ აქვს ბალონების ტრანსპორტირების მომსახურება, უფლება აქვს შემოგვთავაზოს მხოლოდ „ა“ ვარიანტის ფასი.

შენიშვნა: წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოცულობები არის საორიენტაციო და შემსყიდველი იტოვებს უფლებას სრულად არ აითვისოს  ელექტრონულ ტენდერში განსაზღვრული რაოდენობები.

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.

საქონლის მიწოდების (ხელშეკრულების) ვადა:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე (ჩათვლით), ეტაპობრივად შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) სამუშაო დღისა.

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით საქონლის მიწოდებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან  30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

დამატებითი მოთხოვნები:

  • პროდუქტის სერვისის, მიწოდების და ტრანსპორტირების პირობები, შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან (სსტ 82:2016; საქართველოს მთავრობის დადგენილება №79 „ჰაერის დაყოფის პროდუქტების წარმოებისა და მოხმარების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“; საქართველოს მთავრობის დადგენილება №410 „წნევაზე მომუშავე ჭურჭლების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“; საქართველოს მთავრობის დადგენილება №151 „წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“)(აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას შემსყიდველის საწყობამდე); 
  • ჟანგბადის ბალონების ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს საქართველოში მოქმედი სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესების შესაბამისად (აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას შემსყიდველის საწყობამდე);
  • უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჟანგბადის ბალონების ტესტირება, ჰერმეტულობის გადასამოწმებლად, შესაძლო ჟონვის გამოსარიცხად; 
  • ბალონის სარქველის, რეგულატორის ან სხვა დეტალის შეცვლის საჭიროებისას, ახლით ჩანაცვლება უნდა მოხდეს სტანდარტის შესაბამისი და გამართულ მდგომარეობაში მყოფი ნაწილებით;
  • ჟანგბადის ბალონების სერვისის და ტრანსპორტირება/გადაადგილების დროს, უნდა განხორციელდეს ღონისძიებები, რომ არ მოხდეს ბალონის შეხება საცხებ-საპოხ და ზეთის შემცველ მასალებთან;

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება ქვემოთ მოცემული ხელშეკრულების ფორმის გათვალისწინებით, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე:  www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 20 იანვარი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ია ჟიჟიაშვილი
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: izhizhiashvili@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1148); 598 37 34 31

საკონტაქტო პირი: თეკლა მურვანიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: tmurvanidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141); 595 52 33 81

ტენდერის კატეგორია:

  • 24100000 აირები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    18 იანვარი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა