ჩაბარების ვადა:
26 იანვარი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT8521 - ტენდერი ობიექტების დაცვის მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს ობიექტების დაცვის მომსახურებაზე.
დღეისათვის კომპანიას გააჩნია 261 სავაჭრო ობიექტი თბილისსა და რეგიონებში, რომელთა რიცხვიც იზრდება.
კომერციული პირობები:
- ოპერატიული თანამშრომლების რაოდენობა;
- მომსახურების არეალი საქართველოში;
- ყოველთვიური გადასახადი თითოეული ობიექტის დაცვაზე;
- რეაგირების დრო თბილისსა და რეგიონებში;
- დაცვითი ტექნიკური აღჭურვილობის სია და განფასება;
- დაცვითი ტექნიკური აღჭურვილობის მონტაჟის ღირებულება;
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ობიექტის დაცვა 24 საათიანი განრიგით ცენტრალიზებული დაცვის პულტის მეშვეობით;
- პრედენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ ლიცენზია;
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, ა.შ.);
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
- შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 26 იანვარი, 18:00 საათი.
- დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ანი შენგელია
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 79700000 გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 71700000 მონიტორინგი და კონტროლი