ჩაბარების ვადა:

22 იანვარი 2021, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T8533 - ტენდერი კლინიკებში დეზინფექცია/დერატიზაცია/დეზინსექციაზე

  • გამომცხადებელი: სს ევექსის კლინიკები
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 20 იანვარი 2021 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 22 იანვარი 2021 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

სს „ევექსის კლინიკები“ („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს  გამოცხადებულ ტენდერში: კლინიკებში დეზინფექცია/დერატიზაცია/დეზინსექცია -  მონაწილეობასა და წინადადების წარმოდგენას.

  • წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.
  • ტენდერში გამარჯვებულ პირ/ებ/თან გაფორმდება ხელშეკრულება. ამასთან, შესყიდვის ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს, როგორც სს „ევექსის კლინიკები“ ისე მის შვილობილ/აფილირებულ კომპანიებთან, რომლებსაც თავად შემსყიდველი მიუთითებს

შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2021 წლის 22 იანვრის 18:00 საათისა.
  • კლიენტი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით. 
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები. 
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება. 

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში: 

  • ტენდერის გამოცხადება 15 იანვარი 2021
  • სატენდერო წინადადებების მიღება 22 იანვარი 2021
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა 28 იანვარი  2021
  • ხელშეკრულების გაფორმება 1 თებერვალი 2021

კლიენტი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის  ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ. 

ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.

შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე. 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე, დახურული კონვერტის პრინციპით.
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 22 იანვარი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Clinics_procurement@evex.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
  • 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები
შეკითხვები
მიმწოდებელი 2

მოგესალმებით, მაინტერესებს აფიდავიტზეც უნდა მოვაწერო ხელი და ავტვირთო ტენდერში თუ მხოლოდ ფასების ცხრილი შევავსო მხოლოდ დანართი 1 და 2 საკმარისიაა?

მიმწოდებელი 1

მოგესალმებით, სატენდერო მონაცემების აკრეფისას ბოლოს ფასის მისათითებელ ფანჯარაში, რომელიც ითხოვს საერთო თანხის ჩვენებას , უნდა აიტვირთოს ერთეულის ფასი? რადგან სამუშაოები ჩასატარებელია მოთხოვნის შესაბამისად საერთო შეკრებილ თანხას ვერ ვწერთ. გთხოვთ გვირჩიოთ რა თანხა ჩავწეროთ ამ ფანჯარაში?

სს ევექსის კლინიკები
სს ევექსის კლინიკები

გთხოვთ ჩაწეროთ ჯამური თანხა, ფართის გათვალისწინებით

მიმწოდებელი 1

გვაინტერესებს როცა საუბარია ჯამურ ფასზე მოთხოვნის საფუძველზე დამუშავების დროს შესაძლებელია მხოლოდ ერთჯერადი დამუშავების ფასის ჩვენება

სს ევექსის კლინიკები
სს ევექსის კლინიკები

შეკითხვას კარაგდ ვერ მივხვდი,გთხოვთ მიუთითო კვადრატულის დამუშავების საფასური როგორც ფაილშია მოცემული, ზუსტად ისე

მიმწოდებელი 1

დიახ, ჩვენ წარმოდგენილი გვქონდა წინადადება პირველ ტენდერში

სს ევექსის კლინიკები
სს ევექსის კლინიკები

უმჯობესია თუ განაახლებთ, რადგან 2020 წლის თარიღით იყო დოკუმენტები წარმოდგენილი

მიმწოდებელი 1

მოგესალმებით, გთხოვთ გვაცნობოთ, საჭიროა თუ არა განვაახლოთ დოკუმენტაცია, სამეწარმეო რეესტრიდან, შემოსავლების სამსახურიდან, ცნობა სასამართლოდან, და სხვა დოკუმენტაცია მეხუთე პუნქტის მიხედვით და რა მაჩვენებელი შევიტანოთ გრაფაში სატენდერო წინადადების ფასი?

სს ევექსის კლინიკები
სს ევექსის კლინიკები

თქვენ წარმოდგენილი გქონდათ წინადადება პირველ ტენდერში?უმჯობესია თუ განაახლებთ რა მაჩვენებელს გულისხმობთ, ფასს? როგორც მოცემულია ხარჯთაღრიცხვის ფაილში ისე შეავსეთ