ჩაბარების ვადა:
25 იანვარი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT8541 - ტენდერი ხელის სადეზინფექციო ხსნარის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს ხელის სადეზინფექციო ხსნარის შესყიდვაზე.
საქონლის დასახელება/აღწერა | ერთჯერადი შესყიდვის რაოდენობა (ცალი) | ღირებულება |
ხელის სადეზინფექციო ხსნარი 5ლ - სპირტით | 300 | |
ხელის სადეზინფექციო ხსნარი 5ლ - უსპირტო | 300 |
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- შემადგენლობა – სპირტის შემცველობა მინიმუმ 65% / უსპირტო;
- მოცულობა – 5ლ;
- რაოდენობა (ერთი შეკვეთა) – 300 ცალი 5 ლიტრიანი;
- შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ჰიპოალერგიული, მზა სახის სითხე, პლასტმასის 5 ლიტრიან ჭურჭელში.
- მიწოდება ორ ლოკაციაზე: თბილისი (აღმაშენებლის ხეივანი მე6 კმ) – 250 ცალი ქუთაისი (ორახელაშვილის ქ. #14) – 50 ცალი
- ტენდერი შედგება ორი ეტაპისგან:
პირველი ეტაპი - ფასების მოწოდება შემდეგი პრინციპით:
ღირებულება უნდა მიეთითოს მოცემულ ცხრილში (მიუთითეთ ასევე შეიცავს თუარა კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს);
მეორე ეტაპი: ნიმუშების მოწოდება; - გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარებში;
დამატებითი ინფორმაცია:
- პროდუქციის შეკვეთა ხდება მოთხოვნის შესაბამისად, 1 თვეში ერთხელ;
- მოწოდების ვადა უნდა იყოს შეკვეთიდან 3 დღე;
- შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება არა ერთჯერადი ხელშეკრულება;
- ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროდუქტის ღირებულება უნდა იყოს ფიქსირებული;
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2021 წლის 18 იანვრიდან 2021 წლის 25 იანვრის ჩათვლით;
- დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge, ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
მარიამ გიქოშვილი
შესყიდვების სპეციალისტი
ელ, ფოსტა: mariam.gikoshvili@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 33600000 ფარმაცევტული პროდუქტები