25 იანვარი 2021, 15:00
სტატუსი:
უარყოფილი
E
ელ. ტენდერი
T8576 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „მეტრო სერვის +“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
პროდუქტი | რაოდენობა |
კომპიუტერიCPU - Intel 9 Gen i3 ან უკეთესი Motherboard - ინტეგრირებული ვიდეო ადაპტერი HDMI პორტითRAM - 8GB DDR4 SSD - არანაკლებ 120GB | 4 |
მონიტორიმინიმუმ 21.5 Inch 1920 X 1080 FHD HDMI პორტით | 4 |
პრინტერიტიპი - Laserjet, მულტიფუნქციურიბეჭდვის ტიპი - მონოქრომულიბეჭდვის ფორმატი - A4სკანერის ფორმატი - A4შეერთება - USB, LAN | 2 |
კლავიატურა | 4 |
მაუსი | 4 |
- გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა პროდუქტის სატესტოს მიწოდება.
- მოწოდება უნდა განხორციელდეს 1 ეტაპად ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 კვირის ვადაში.
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
- დანართი N2- ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
- დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 25 იანვარი, 15:00 სთ;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი: ltkeshelashvili@msplus.ge
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები