23 თებერვალი 2021, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT8610 - ტენდერი შპს ,,ლუკოილ-ჯორჯია"-ს ობიექტების დაცვის მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,ლუკოილ-ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს დაცვის მომსახურების თაობაზე.
ტენდერის პირობები:
თავი I. ზოგადი მიმოხილვა
- მომსახურების გასაწევი ობიექტები - ოფისი და ძეგვის ნავთობბაზა;
- გასაწევი მომსახურებებლი – დაცვის მომსახურების გაწევა;
- ხელშეკრულების მოქმედების ვადა– 24 თვე ხელშეკრულების გაფორმებიდან.
თავი II. სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
კომპანიის (პრეტედენტის) შესახებ ინფორმაციას:
- აუცილებელი პირობა - მონაწილე აუცილებლად უნდა იყოს კომპანია- რეზიდენტი;
- კომპანიის სრული დასახელება;
- იურიდიული მისამართი;
- ფაქტიური მისამართი;
- ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა;
- საკონტაქტო პირი;
- საბანკო რეკვიზიტები;
- კომპანიის ხელმძღვანელ(ებ)ის მონაცემები;
- მსგავსი მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ მონაცემები;
- სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ მოანწილეს აქვს უფლება გასწიოს წინამდებარე მომსახურება.
საკვალიფიკაციო დოკუმენტები ტენდერში მონაწილეობისთვის წარსადგენად:
- პრეტედენტის მონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- გადახდისუნარიანობის სერტიფიკატი;
- შესაბამისი ორგანოების შეტყობინება ლიკვიდაცია-რეორგანიზაციის პროცესის არ არსებობის შესახებ;
- საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების არ არსებობის შესახებ ცნობა;
- მსგავსი მომსახურებებისა შესახებ ინფორმაცია;
- ტენდერის მონაწილის ინსტრუქცია - ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი;
კომერციული წინადადება:
- ტენდერის მონაწილის კომერციული განცხადება უნდა შეიცავდეს მომსახურების გაწევის ჯამურ ღირებულებას;
სატენდერო პროცედურები:
- ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად, ღია ფორმით.
ტენდერის თარიღი – 24 თებერვალი 2021 წელი, 15:00.
ტენდერის ჩატარების ადგილი - თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, შპ ს,,ლუკოილ-ჯორჯია“-ს ოფისი.
ტენდერის მონაწილეებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტებში 2021 წლის 23 თებერვლის 12:00 საათამდე.
კონვერტები მონაწილეთა მიერ წარდგენილი უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, შპ ს,,ლუკოილ-ჯორჯია“-ს ოფისი.
ტენდერის კატეგორია:
- 79700000 გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 71700000 მონიტორინგი და კონტროლი