
3 თებერვალი 2021, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T8619 - ტენდერი სამედიცინო ინვენტარის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ვიანი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 1 თებერვალი 2021 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 3 თებერვალი 2021 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „ევექსის ჰოსპიტლები“ („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ ტენდერში: „სამედიცინო ინვენტარის შესყიდვა“ - მონაწილეობასა და წინადადების წარმოდგენას.
- წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.
- ტენდერში გამარჯვებულ პირთან გაფორმდება 1 წლიანი მოქმედების ხელშეკრულება. ამასთან, შესყიდვის ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეეს, როგორც სს „ევექსის ჰოსპიტლები“,
შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2021 წლის 3 თებერვლის 18:00 საათისა.
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება 27 იანვარი 2021
- სატენდერო წინადადებების მიღება 03 თებერვალი 2021
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა 10 თებრვალი 2021
- ხელშეკრულების გაფორმება 15 თებერვალი 2021
შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.
შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე, დახურული კონვერტის პრინციპით.
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 3 თებერვალი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: evex_medequipment@evex.ge
ტენდერის კატეგორია:
- 33100000 სამედიცინო მოწყობილობები
დოკუმენტაცია
კიდევ ერთხეკ მოგესალმებით. წინდადების მომზადებისას გაგვიჩნდა კიდევ ერთი კითხვა. პროგრამულ უზრუნველყოფებს შორის მოთხოვნილია VPQ , მაგრამ ამ პროგრამისთვის საჭიროა განსხვავებული გადამწოდის ქონა, რომელიც ამავე სპეციფიკაციაში მოთხოვნილი არ არის. VPQ აუცილებელია თუ ამის გარეშე შეიძლება რომ შემოგთავაზოთ აპარატი?
მოგესალმებით , დიახ ეს პროგრამა აუცილებელია ჩვენი სამომავლო გეგმებისთვის
დიდი მადლობა პაუხებისთვის. ბოლო კითხვით მოგზამრთავთ - ხომ არ არის ცნობილი სავარაუდო ბიუჯეტი? ეს ბევრად გაგვიადვილებდა თქვენთვის ხელსაყრელი პირობების შემოთავაზებას. მადლობა.
არ გვაქ სავარაუდო ბიუჯეტი , ამიტომ ვიღებთ თითოეული მომწოდებლისგან რამოდენიმე შემოტავაზებას , შემდგომ განვსაზღვრავთ
მადლობა სწრაფი პასუხისათვის. გვავს კიდევ შეკითხვები: 1. სერტიფიკატი: გთხოვთ დაუშვათ ერთ-ერთი სერტიფიკატის არსებობა - CE ან FDA. 2. აპარატის მდგომარეობა: ქარხნულად აღდგენილი შემთხვევაში ითხოვთ თუ არა მწარმოებლის ქარხანაში აღდგენას (შესაბამისი საბუთით დამტკიცებული), თუ ნებისმიერი კომპანიის მიერ აღდგენილი მისაღებია? მეორადის შემთხვევაში "მინიმალურ ცვეთას" ვინ განსაზღვრავს და რა პრინციპით? 3. აპარატის ტიპი: პრემიუმი, ექსპერტ კლასი და High-End - სხვადასხვა ტიპის აპარატებია. გთხოვთ დაგვიზუსტოთ რომელია თქვენთვის მისაღები? 4. შესაძლებელია თუ არა რამდენიმე აპარატის შემოთავაზება - ახლის და მეორადის? 5. გთხოვთ დაგვიდასტუროთ მისაღებია თუ არა შავ-თეთრი პრინტერი? მადლობა.
სალამი , 1. მისაღები იქნება ეს სერთიფიკატები 2.მისაღებია მხოლოდ მწარმოებლის მიერ ქარხნლად აღდგენილი. ამ შემთხვევაში შესაბამის საბუთს მიღებთ , ეს მნიშვნელოვანია. რაც შეეხება „მინიმალურ ცვეთის“ განსაზღვრას ამ რთულ პროცესს ალბათ ერთობლივად თუ მოვახერხებთ. ძრითადად იგულისხმება რომ აპარატი არ უნდა იყოს შეკეთებული(გახსნილი), არ უნდა ქონდეს დაზიანების და დატვირთვით გამოყენების კვალი როგორც მართვის ღილაკებზე, ეკრანებზე, კორპუსზე ასევე გადამწოდებზე და აქსესუარებზე. 3.აქ ძირითადი განსაზღვრება ექსპერტ კლასია, High-End და პრემიუმი უფრო რეპუტაციული განსაზღვრაა. 4.დიახ რამდენიმე ოფერი მისაღებია და ჩვენტვის უკეთესია. 5.მისაღებია შავ-თეთრიც, ოღონდ ექოსკოპის თერმო პრინტერი.
მოგესალმებით. გვაქვს რამდენიმე კითხვა სპეციფიკაციასთან დაკავშირებით: 1. მოთხოვნილია საბიოფსიო მიმმართველების თავსებადობა: კონვექსი, ხაზოვანი, რექტარლური. ამ მიმმართველების შეძენას აპირებთ მომავალში თუ ეხლა შემოგთავაზოთ ფასები? 2. მოთხოვნილია დამატებითი ტრანსდუსერების თავსებადობა, მათ შორის 3D კარდიო. გავითვალისწინოთ თუ არა შემოთავაზებაში ამ გადამწოდის პროგრამული უზრუნველყოფა? თუ დამატებითი გადამწოდების შეძენას ფიქრობთ მომავალში, ცალკე პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა გაცილებით ძვირი დაჯდება, ვიდრე აპარატთან ერთად. მადლობა.
მოგესალმებით , 1. ეხლა შემოგვთავაზეთ 2.დიახ გვინდა რომ გათვალისწინებული , იყოს რადგან სამომავლოთ ვგეგმავთ გადამწოდის შეძენას