ჩაბარების ვადა:

4 თებერვალი 2021, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T8635 - ტენდერი STULZ-ის წარმოების 6 ერთეული პრეციზიული გაგრილების სისტემის მხარდაჭერის (მომსახურება) შესყიდვაზე

ტენდერი აღწერილობა:

სს „ლიბერთი ბანკის“ საკუთრებაში არსებული STULZ-ის წარმოების 6 ერთეული პრეციზიული გაგრილების სისტემის მხარდაჭერის (მომსახურება) შესყიდვა ფასების ცხრილის (დანართი #1) შესაბამისად. 

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 წელიწადია დაფუძნებული; 
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1);
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ; 
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.

შენიშვნა:

  • განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

  • მომსახურების შესრულების ვადა განისაზღვრება 1 (ერთი) კალენდარული წლის ვადით (დანართი #1);

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას; 
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ყოველთვიურად, ფაქტიურად შესრულებული მომსახურების შესახებ  შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში;
  • კომპანიის მიერ შემოთავაზებული ყოველთვიური ღირებულება უნდა მოიცავდეს, როგორც გეგმიურ და არაგეგმიურ შემოწმება/მომსახურებას, ასევე ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე საჭირო/დაზიანებული სათადარიგო ნაწილების შეცვლის ღირებულებას;

ზოგადი პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება 1(ერთი) კალენდარული წლის ვადით, ხელშეკრულების დრაფტის  (დანართი #2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.

დამატებითი პირობა!

  • ბანკის მიერ განიხილება კომპანიები, რომლებსაც ეყოლებათ აღნიშნული ბრენდის სერტიფიცირებული სპეციალისტები და წარმოადგენენ შესაბამის სერტიფიკატებს.

ინფორმაცია პრეტენდენტებისთვის:
მომსახურებაში შედის:
ბანკის სასერვერო ოთახში განთავსებული 6 ეთეული STULZ-ის წარმოების პრეციზიული გაგრილების სისტემის პროფილაქტიკური სერვისი, რომელიც მოიცავს:

  • სისტემის კომპონენტების გეგმიური შემოწმება/მოვლა-პატრონობა მწარმოებლის რეკომენდაციების სრული დაცვით, ასევე სხვა სარეგლამენტო სამუშაოები;
  • გეგმიური პროფილაქტიკური შემოწმება თვეში ერთხელ;
  • სისტემური ყველა ჰაერის ფილტრის გეგმიური გაწმენდა წელიწადში ორჯერ;
  • გარე ბლოკის გეგმიური გაწმენდა წელიწადში ორჯერ;
  • მილების გეგმიური შემოწმება თვეში ერთხელ, დაზიანების შემთხვევაში მათი დადუღება;
  • ფრეონის შემოწმება/დამატება სეზონურად; 
  • პრობლემების (საფრთხეების) აღმოცენების ალბათობის შეფასება და რეკომენდაციების ფორმირება მათი თავიდან აცილების მიზნით. შემსრულებელი განახორციელებს სადღეღამისო, რიგგარეშე და გადაუდებელ ტექნიკურ სერვისს აპარატურის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში;
  • კონდიცირების სისტემის სრული გათიშვის შემთხვევაში ბანკის მიერ შეტყობინების გაგზავნისთანავე მოახდინოს რეაგირება ერთი საათის განმავლობაში;
  • შემსრულებელი ვალდებულია უზრუნველყოს სათადარიგო დეტალების დასაწყობება  კონკრეტულად ბანკისთვის, რაც უზრუნველყოფს საჭიროების დადგომის შემთხვევაში დაუყოვნებლად მოხდეს დაზიანების აღმოფხვრა;

ტენდერი ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 4 თებერვალი 17:00 საათი;
  • პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge; 
  • ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების  მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე; 

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი: შორენა თავაძე
მობ: 595 901 200;
ელ-ფოსტა: Shorena.Tavadze@lb.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები