12 თებერვალი 2021, 18:00
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
T8704 - ტენდერი Microsoft-ის არსებულ ღრუბლოვანი (Cloud) სერვისების შეძენაზე
ტენდერის აღწერილობა:
აა(ი)პ სავალდებულო დაზღვევის ცენტრი აცხადებს ტენდერს Microsoft-ის შემდეგი სერვისების მისაღებად:
ამოცანა: შეძენის ობიექტს წარმოადგენს Microsoft-ის არსებულ ღრუბლოვანი(Cloud) სერვისების შეძენა, Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორი გამყიდველი კომპანიებისაგან.
შეძენის პირობები:
- სერვისის მომწოდებელი უნდა იყოს Microsoft-ის ოფიციალური Reseller-ი. (უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი);
- ლიცენზიების მიწოდება უნდა მოხდეს შერჩეულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში;
- დამკვეთისთვის სერვისის მიწოდების დროს გამოყენებული უნდა იყოს Microsoft-ის ოფიცალური ღრუბლოვანი (Cloud) სერვისები;
- სერვისის მომწოდებელს უნდა ჰქონდეს პორტალი საიდანაც დამკვეთს ექნება მომხმარებლების გაზრდის შესაძლებლობა;
- პორტალიდან შესაძლებელი უნდა იყოს მომხმარებელთა ზუსტი რაოდენობების ამოღება ნებისმიერი თარიღისათვის;
- დამკვეთთან ელფოსტაზე უნდა მიდიოდეს ავტომატური ინვოისი, ყოველთვიურად Microsoft-ის ოფიციალური Microsoft365 admin center-დან;
- დამკვეთს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა საკუთარი მომხმარებლების მართვა განახორციელოს, ისე რომ ამ პროცესში არ იყოს სხვა ვინმე ჩართული (გარე მესამე პირი. მათ შორის თუნდაც სერვისს მიმწოდებელი);
- საჭიროების შემთხვევაში არსებული სერვისის მიმწოდებლიდან ახალ მიმწოდებელზე გადასვლა უნდა განხორციელდეს დამკვეთისთვის მაიკროსოფტის სერვისის წყვეტის გარეშე.
გამოსაგზავნი / ასატვირთი მასალები:
- Microsoft-ის ოფიციალური Reseller-ის დამადასტურებელი დოკუმენტი
- ბეჭდიანი ინვოისი, როგორც ყოველთვიურ, ასევე წლიური ღირებულების მიხედვით აშშ დოლარში 1 მომხმარებელზე, შემდეგ სერვისებზე:
- Microsoft Power BI Pro
- Microsoft Office 365 Business Essentials
არსებული სერვისების აღწერა
მომხმარებელების სავარაუდო რაოდენობა წლის განმავლობაში:
- Microsoft Power BI Pro – 10 მომხმარებელი
- Microsoft Office 365 Business Essentials – 153 მომხმარებელი
ჩამოთვლილი სატენდერო დოკუმენტაცია განათავსეთ ვებ გვერდზე https://tenders.ge 2021 წლის 5 თებერვლიდან არაუგვიანეს 2021 წლის 12 თებერვლისა 18:00 საათამდე.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 12 თებერვალი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის პროცედურების და შესყიდვების მიმართულებით:
საკონტაქტო პირი ნიკოლოზ მინდიაშვილი
მობ: 591 404046
ელ. ფოსტა: nmindiashvili@tpl.ge
ტექნიკური საკითხების მიმართულებით:
საკონტაქტო პირი გიორგი გიორგანაშვილი
მობ: 595 184444
ელ. ფოსტა: ggiorganashvili@tpl.ge
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები