30 ნოემბერი 2015, 19:00
სტატუსი:
დასრულებულიT882 - ტენდერი კვებით მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 30 ნოემბერი 2015 დრო 19:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჰაიდელებრგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს შემდეგი სახის მომსახურებაზე: კასპის ცემენტის ქარხნის და კავთისხევის კირქვის კარიერის პერსონალის (ყოველდღიური რაოდენობა დაახლოებით 170-200 თანამშრომელი) კვებით უზრუნველყოფაზე 12 თვის მანძილზე.
დაინტერესებულ კომპანიებს სატენდერო მასალების (25 დღის რეკომენდირებული მენიუ) წაღება შეუძლიათ 12 ნოემბრიდან ქვემოთ მოცემულ მისამართზე:
თბილისი, ლორთქიფანიძის 4.
საკონტაქტო პირი: ვახტანგ ჩხაიძე (შესყიდვების დეპარტამენტი)
ვადები
- ინტერესის გამოხატვის გამოცხადების დღე - 12 ნოემბერი, 2015 წელი;
 - განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 30 ნოემბერი (19:00 საათი), 2015 წელი;
 - გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება - 11 დეკემბერს, 2015 წელი;
 - ობიექტების გადაბარება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 25 დეკემბრისა, 2015 წელი.
 
ტენდერის ჩაბარების პირობები:
წინადადება აუცილებელ მხარდამჭერ საბუთებთან ერთად, მოიტანეთ დალუქული კონვერტით არაუგვიანეს: 30 ნოემბერი (19:00 საათი), 2015 წელი; მისამართზე: ქ. თბილისი, გ. ლორთქიფანიძის ქ.#4, (საბუთები არ გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტით!)
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი საბუთების ჩამონათვალი
- განაცხადი ტენდერში მონაწილეობაზე;
 - ამონაწერი რეესტრიდან;
 - სადილის კერძების კომპლექტების მენიუ;
 - ხარისხის სერტიფიკაცი (არსებობის შემთხვევაში)
 - მომწოდებლების ჩამონათვალი;
 - სარეკომენდაციო წერილი (არსებობის შემთხვევაში);
 
გაითვალისწინეთ რომ შემოტანის პირობების დარღვევით/ან ყალბი დოკუმენტაციით გაკეთებული განაცხადი შესაძლოა არ იქნას განხილული.
გარდა აუცილებელი საბუთების სიაში მითითბული დოკუმენტებისა, კომპანია იტოვებს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ტენდერში მონაწილე კომპანიებისაგან
დალუქულ კონვერტზე გააკეთეთ წარწერა:
შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია - განაცხადი კასპის ცემენტის ქარხნის და კავთისხევის კირქვის კარიერის კვებით მომსახურებით უზრუნველყოფაზე 
ვახტანგ ჩხაიძეს, შესყიდვების კატეგორიის მენეჯერს (მობილური ტელეფონი: 577790026)