24 ნოემბერი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT892 - ტენდერი მიმდინარე სერვისცენტრების სარემონტო სამუშაოებზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ბანკის ობიექტებზე მიმდინარე სერვისცენტრების სარემონტო სამუშაოებზე.
1 | ჯამური ფასი სოლო |
2 | ჯამური ფასი სტანდარტული |
3 | ჯამური ფასი ექსპრესი |
4 | 1მ2 ის ფასი |
უნდა შეივსოს ლინკში ატვირთული ცხრილი და ფასები მიეთითოს ცხრილში მითითებული ჯამური ფასების შესაბამისად. ( http://we.tl/ZoJfI1pLtm )
ობიექტების გეგმა შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ დოკუმენტში.
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობითგანსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).
- მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
4. კომპანიაში შტატში მომუშავე თანამშრომლების რაოდენობა;
5. კომპანიის ტექნიკური დანადგარების ნუსხა, აღწერილობით და დეტალური მახასიათებლებით; - მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს მომდევნო ლინკზე არსებული ფაილის შევსებული ვერსია ( http://we.tl/ZoJfI1pLtm ) და ასევე ეს ფაილი უნდა გადმოაგზავნოს შემდეგ მეილზე k.beroshvili@bog.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით გენადი აფციაური 595 599 030
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 17 ნოემბრიდან – 2015 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით;
- ტენდერის საფუძველზე მოხდება ფასის დაფიქსირება და მომავალში თითოეული ობიექტისთვის გაფორმდება ცალკ-ცალკე ხელშეკრულება;
- სარემონტო სამუშაოებზე უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო მომსახურება 1 წლის ვადით;
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1-ის გასწვრივ;
- გთხოვთ, მომსახურების ჯამური ფასი მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
- კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 24 ნოემბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=%20471&lang=geo