3 აპრილი 2014, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT9 - საკანცელარიო საქონელი
სს "ლიბერთი ბანკი" აცხადებს ტენდერს საკანცელარიო საქონლისა და საბეჭდი ქაღალდის შეძენაზე.
წარმოდგენილ ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხარჯი დაკავშირებული ყველა სახის გადასახდელებთან, ასევე, შემსყიდველისადმი მიწოდებასა და მის საკუთრებაში გადაცემასთან.
- შესყიდვის ობიექტის რაოდენობა იხილეთ ფასების ცხრილში ლოტების მიხედვით
- კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილება მიიღონ მხოლოდ ერთ ლოტშიც
- საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. 74, 0162, სს "ლიბერთი ბანკი"
- საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის სიტყვიერი/ელექტრონული მოთხოვნის საფუძველზე: ყოველთვიური საერთო შეკვეთის მიღების შემთხვევაში 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ყოველდღიური შეკვეთების მიღების შემთხვევაში მისი მიღებიდან 24 საათის განმავლობაში
- კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 1 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
- სატენდერო წინადადება თანდართული ფასების ცხრილის მიხედვით;
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ანგარიშსწორების პირობები;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არარსებობის შესახებ
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები
განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში და მიუთითოთ: თქვენი კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს "ლიბერთი ბანკი" (ტენდერი საკანცელარიო საქონლისა და ქაღალდის შეძენაზე). წინადადებები წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგ მისამართზე:
სს "ლიბერთი ბანკი", ი.ჭავჭავაძის გამზ. 74, ქ.თბილისი, 0162.
საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 2014 წლის 03 აპრილი, 17:00 საათი. დაგვიანებით ჩაბარებული დოკუმენტები არ მიიღება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ზაზა გოგსაძე
ტელ: 599 88 08 17
ელ-ფოსტა: zaza.gogzadze@libertybank.ge