ჩაბარების ვადა:
23 მარტი 2021, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT9032 - ტენდერი საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ლიბერთი ბანკის“ აცხადებს ტენდერს საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
- საკანცელარიო საქონლის შესყიდვა ფასების ცხრილის (დანართი #1) შესაბამისად.
- პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს პრეისკურანტი (დანართი #2), რომელიც არ იქონიებს გავლენას გამარჯვებულის ფასის გამოვლენაზე. პრეისკურანტი (დანართი #2) წარმოადგენს საქონლის ჩამონათვალს, რომლის მიხედვითაც იხელმძღვანელებს შემსყიდველი დანართი #1-ით გაუთვალისწინებელი საქონლის შესყიდვისას;
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის (დანართი #1) მიხედვით;
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
- პრეისკურანტი (დანართი # 2).
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად შემდეგ მისამართებზე: ქ.თბილისი, სერგო გუჯეჯიანის პირველი ჩიხი N 12, სს „ლიბერთი ბანკი“-ს აეროპორტის მიმდებარე სასაწყობე ფართი და ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. N74, სს „ლიბერთი ბანკი“-ს სათავო ოფისი;
- საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის სიტყვიერი/ელექტრონული მოთხოვნის საფუძველზე: ყოველთვიური საერთო შეკვეთის მიღების შემთხვევაში 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ყოველდღიური შეკვეთების მიღების შემთხვევაში, მისი მიღებიდან 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში, მისამართებზე: ქ.თბილისი, სერგო გუჯეჯიანის პირველი ჩიხი N 12, სს „ლიბერთი ბანკი“-ს აეროპორტის მიმდებარე სასაწყობე ფართი და ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. N74, სს „ლიბერთი ბანკი“-ს სათავო ოფისი, შემსყიდველის მიერ მომწოდებლის ელ.ფოსტაზე წინასწარ გადაგზავნილი ცხრილის მიხედვით, სერვის ცენტრებისთვის დაფასოებულ მდგომარეობაში.
შენიშვნა:
- საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში;
პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესახებ სასაქონლო ზედნადების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #3) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 23 მარტი, 17:00 საათი;
- პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge;
- ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
- სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge; მობ: 595 901 200; ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირია შესყიდვების მენეჯერი მარიამ ერისთავი, ელ-ფოსტა: Mariam.Eristavi@lb.ge; მობ: 595 075 705;
ნიმუშ(ებ)ის წარმოდგენა:
- მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტმა არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა უნდა წარმოადგინოს მოსაწოდებელი საქონლის ნიმუში მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, სს „ლიბერთი ბანკი“.
ტენდერის კატეგორია:
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
დოკუმენტაცია
სატენდერო განცხადება-საკანცელარიო საქონლის შესყიდვა
სატენდერო განცხადება-საკანცელარიო საქონლის შესყიდვა
დანართი N 1 (ფასების ცხრილი)
დანართი N 1 (ფასების ცხრილი)
დანართი N 3 (ხელშეკრულების დრაფტი)
დანართი N 3 (ხელშეკრულების დრაფტი)
დანართი N 2 (პრეისკურანტი)
დანართი N 2 (პრეისკურანტი)
ყველას ჩამოტვირთვა