ჩაბარების ვადა:

25 მარტი 2021, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T9040 - Junior Expert for an administrative Support of GCMC

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-დაქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი მომსახურება საქართველოში მცხოვრები და რეგისტრირებული კერძო პირისგან დანართი 1 - ის შესაბამისად. 

ინტერესის შემთხვევაში გთხოვთ 25.03.2021 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, დახურულ კონვერტში. 

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე.
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება. 

ეროვნულ ვალუტაში წარმოდგენილი ფასი უნდა შეიცავდეს საშემოსავლო გადასახადს და უნდა ითვალისწინებდეს სავალდებულო საპენსიო შენატანს (საპენსიო სისტემაში მონაწილეობის შემთხვევაში). 

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი: 

  • სახელი, გვარი
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ.ფოსტა);
  • მისამართი
  • ტენდერის დასახელება - “Junior Expert for an administrative Support of GCMC
  • წარწერა ,,კონფიდენციალურია“
  • გთხოვთ მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.
  • აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი: 

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა
0108 თბილისი

ასევე მიუთითეთ კონვერტზე პროგრამის ნომერი: 16.2179.6-007.00 და ტენდერისნომერი: 83376702

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. 

წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დასრულდება 30.03.2021 -თვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ პირთან. 

ტენდერის კატეგორია:

  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები