28 აპრილი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT9299 - ტენდერი ავტომობილების ნაწილებისა და ავტო-ტექ მომსახურეობის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ 2006 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და აწარმოებს სასმელი პროდუქტების დისტრიბუციას, გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას.
ამჟამად კომპანიის პორტფელში დაახლოებით 30-მდე ბრენდია, რომლის ექსკლუზიურ გაყიდვას და ბრენდის განვითარებას კომპანია საქართველოს მაშტაბით 14 წელზე მეტია ახორციელებს. მათ შორისაა: თელიანი ველი, სნო, კობი, აისი, ყაზბეგი, Heineken, Macallan, Lavazza, Medoff, Sobieski და სხვა.
შესყიდვის პირობები:
- შესყიდვის ობიექტია ავტომობილების ნაწილებისა და ავტო-ტექ მომსახურების შესყიდვა თანდართული ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით.
შესასყიდი მომსახურების აღწერა
ტენდერი ტარდება 5 ლოტად:
- ლოტი #1: უცხოური სატვირთო (მერსედეს ბენცი) – 21 ერთეული;
- ლოტი #2 : უცხოური სატვირთო (მიცუბიში) – 10 ერთეული;
- ლოტი #3: უცხოური სატვირთო (ჰუნდაი) – 5 ერთეული;
- ლოტი #4: უცხოური სატვირთო (ჯაკი) – 48 ერთეული;
- ლოტი #5: უცხოური სატვირთო (ფოტონი) – 6 ერთეული;
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
- კომერციული წინადადება (სრულყოფილად შევსებული ხარჯთაღრიცხვის ფაილები ცვლილებების გარეშე, რომელიც უნდა მოიცავდეს შესყიდვის ღირებულებას და გადახდის პირობას);
- ფასები მოცემული უნდა იყოს ლარში და მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
- ბოლო 3 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
- მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: ლოგისტიკის დეპარტამენტი;
- წარწერა: "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი. ისააკიანის ჩიხი #2. შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“
შემოთავაზების მიღება იწყება: 19.04.2021 11:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება: 28.04.2021 18:00
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
გიორგი ნიკვაშვილი
ლოგისტიკის დეპარტამენტი
შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“
ტელ.: (+99577) 999476
ელ. ფოსტა: g.nikvashvili@gdl.ge
ტენდერის კატეგორია:
- 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის
- 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები
- 34900000 სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობა და სათადარიგო ნაწილები
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები