
3 ივნისი 2014, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT93 - ტენდერი სახანძრო უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე
სს ფინკა ბანკი საქართველო აცხადებს ტენდერს ორგანიზაციის ოფისებში სახანძრო უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე, კერძოდ:
- 1. ოფისების ცეცხმაქრებით აღჭურვა და უზრუნველყოფა
- 2. ოფისების საევაკუაციო გეგმების შედგენა და უზრუნველყოფა
- 3. ოფისებში გასასვლელი ნიშნების მონტაჟი
ოფისების რაოდენობა, მდებარეობა, კვადრატული მეტრობა და სართულების რაოდენობა და აგრეთვე დეტალური მოთხოვნები იხილეთ მიმაგრებულ ფაილებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი შემოთავაზებები დალუქული კონვერტით, ორგანიზაციის იურიდიულ მისამართზე:
ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას 71, ბლოკი 1, მე 3 სართული
ფინკა ბანკი საქართველოს სათავო ოფისი.
ტენდერში მონაწილეობისათვის მზაობის შესახებ ან/და ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ tchomakhidze@finca.ge ან დარეკეთ ნომერზე: 2 2074 10 ext. 1030 (თამაზ ჩომახიძე)
წინადადებები წარმოდგენილი უნდა იქნას დალუქული კონვერტით 2014 წლის 3 ივნისს 18:00 საათამდე.