
13 მაისი 2021, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT9304 - ტენდერი სპეციალური ტანსაცმლის წარმოებასა და მოწოდებაზე
- გამომცხადებელი: შპს ლუკოილ-ჯორჯია
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 13 მაისი 2021 დრო 12:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,ლუკოილ-ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს სპეციალური ტანსაცმლის წარმოებასა და მოწოდებაზე.
თავი I. ზოგადი მიმოხილვა:
- სპეციალიზებული ტანსაცმელი უნდა გაკეთდეს სსს ,,ლუკოილ“-ის კორპორატიული სტილით, რომელიც მიზნად ისახავს კომპანიის იმიჯის ჩამოყალიბებას და მის ამოცნობას. კორპორატიული სტილი განისაზღვრება შემდეგით:
- კომპოზიციური გადაწყვეტილებები;
- კონსტრუქციული გადაწყვეტილებები;
- ფერების გადაწყვეტილებები;
- საიდენტიფიკაციო ნიშნები;
- განცალკევებული დეტალები; - სპეციალური ტანსაცმლის კომპოზიციური გადაწყვეტა უნდა გაკეთდეს ერთ ფუნქციურ სტილში: სილუეტი, ფორმის ექსპრესიულობა, სიმბოლოების დიზაინი, დეტალების პროპორციული შესაბამისობა.
- სპეციალური ტანსაცმლის ფერების სქემა უნდა გაკეთდეს შპს „ლუკოილ-ჯორჯია“-ის კორპორატიული სტილის ფერების სქემის გამოყენებით. ძირითადი ფერებია წითელი, შავი და დამატებითი ფერია ნაცრისფერი.
- ფერები სტანდარტიზებული პანტონე (Pantone matching System) ფერის შესატყვისი სისტემის შესაბამისად უნდა ემთხვეოდეს შემდეგ ფერებს.
- ბეჭდვის სტანდარტის მიხედვით წითელი ფერი უნდა შეესაბამებოდეს No186C Pantone Color Formula Guide 1000-ის შესაბამისად;
- ბეჭდვის სტანდარტის მიხედვით რუხი ფერი უნდა შეესაბამებოდეს No 429C Pantone Color Formula Guide 1000-ის შესაბამისად;
- ბეჭდვის სტანდარტის მიხედვით შავი ფერი უნდა შეესაბამებოდეს Pantone პროცესის სახელმძღვანელოს, ხოლო ოფსეტური ბეჭდვისთვის CMYK Black მოდელის მიხედვით 100%. - ფორმები მოლარეებისათვის - გამყიდველებისათვის მზადდება კატალოგის საფუძველზე ,,ახალი ფორმები შპს „ლუკოილ-ჯორჯია’’–ის ავტოგასამართი სადგურის პერსონალისთვის“.
თავი II. სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
კომპანიის (პრეტედენტის) შესახებ ინფორმაციას:
- აუცილებელი პირობა - მონაწილე აუცილებლად უნდა იყოს კომპანია- რეზიდენტი;
- კომპანიის სრული დასახელება;
- იურიდიული მისამართი;
- ფაქტიური მისამართი;
- ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა;
- საკონტაქტო პირი;
- საბანკო რეკვიზიტები;
- კომპანიის ხელმძღვანელ(ებ)ის მონაცემები;
- მსგავსი მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ მონაცემები;
- კომერციული წინადადების ღირებულება მოცემული უნდა იყოს ლარში.
საკვალიფიკაციო დოკუმენტები ტენდერში მონაწილეობისთვის წარსადგენად:
- პრეტედენტის მონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- შესაბამისი ორგანოების შეტყობინება ლიკვიდაცია-რეორგანიზაციის პროცესის არ არსებობის შესახებ;
- საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების არ არსებობის შესახებ ცნობა;
- მსგავსი მომსახურებებისა შესახებ ინფორმაცია;
- ტენდერის მონაწილის ინსტრუქცია - ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი;
კომერციული წინადადება:
- ტენდერის მონაწილის კომერციული განცხადება უნდა შეიცავდეს ტექნიკური დავალების შესასრულებლად მასალებისა და მომსახურების გაწევის სრულ ღირებულებას ლარში დღგ-ს ჩათვლით.
სატენდერო პროცედურები
ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად, ღია ფორმით
- ტენდერის ჩატარების ადგილი - თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, შპ ს,,ლუკოილ-ჯორჯია“-ს ოფისი.
- ტენდერის მონაწილეებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტებში 2020 წლის 13 მაისის 12:00 საათამდე. მონაწილის კონვერტები წარმოდგენილი უნდა იყოს პრეტედენტის ინსტრუქციის 12.3 მუხლის შესაბამისად. კონვერტზე მითითებული უნდა იყოს მონაწილის სახელი და მასალა, რომელიც მოთავსებულია კონვერტში.
- კონვერტები მონაწილეთა მიერ წარდგენილი უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, შპ ს,,ლუკოილ-ჯორჯია“-ს ოფისი.
ტენდერის კატეგორია:
- 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
- 18300000 ტანსაცმელი
- 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები
დოკუმენტაცია
მოგესალმებით, გთხოვთ თქვენ მიერ წარმოდგენილ ფაილებში ვერ ამოვიკითხეთ ტანსაცმლის ტექნიკური აღწერილობა, როგორიც არის-ქსოვილის ტიპი, შემადგენლობა, ბრენდირების მეთოდი, ბრენდირების ზომა, ფერები, ასევე მნიშვნელოვანია ვნახოთ ვიზუალური ნიმუშის ფოტოსურათი შესყიდვის ობიექტის თითოეულ პოციზიაზე რათა განვსაზღვროთ შემოთავაზების ღირებულება. მადლობა წინასწარ.