4 მაისი 2021, 15:00
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
T9359 - ტენდერი თერმული პრინტერის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს თერმული პრინტერის და პრინტერის შესაკეთებელი ნაწილების შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
დასახელება | SAP Code | Product Description | Units |
თერმული პრინტერის ჩარჩოს ცხვირი | 21400000000928 | Plastic Holder for thermal Printing Mechanism | 50 |
თერმული პრინტერის დანა | 430000000042300 | Autocutter with Paper Guides | 300 |
თერმული პრინტერის ფეჩი | 2C160000000001 | Thermal Printing Mechanism (plastic chassis) | 300 |
თერმული პრინტ. ფეჩი (მეტალის) | 2C160000000003 | Thermal Printing Mechanism (metal chassis) | 150 |
თერმული პრინტერის დედაპლატა | 81200000000831 | TG2480H CPU Board | 50 |
თერმული პრინტერის როლიკი | 21700000000318 | Gear wheel M=0.40 Z=37 (plastic gear 14) color white | 400 |
თერმული პრინტერის ფეჩი VKP80III | 43000000042200 | Thermal printing head | 100 |
თერმული პრინტერის დანა VKP80III | 9B2GR020000006 | Autocutter 80mm 24V | 50 |
თერმული პრინტერის დედადაფა VKP80III | 81200000000154 | VKP80III CPU Board (Model with rear connectors) | 100 |
კბილანა | 21700000000327 | VKP80III - Gear Wheel Gear wheel RAL6018 RDDR-050041017DE-01 | 100 |
კბილანა | 837DX010000005 | VKP80III - Gear Wheel Clutch group of VKP80III | 100 |
კბილანა | 21700000000334 | VKP80III - Gear Wheel Gear wheel RAL9016 RDDR_050050012DE_01 | 100 |
კბილანა | 21700000000004 | VKP80III - Gear Wheel Gear wheel RAL1016 RDDR_050026DE_02 | 100 |
კბილანა | 21700000000328 | VKP80III - Gear Wheel Gear wheel RAL9016 RDDR-050041DE-01 | 100 |
თერმული პრინტერი VKP80III | 915DX010700300 | VKP80III - Thermal Printer | 150 |
თერმული პრინტერის ფეხი VKP80III | 974DX010000001 | Holder VKP80III with sensor end paper | 150 |
თერმული პრინტერის მოტორი VKP80III | 2A100000000021 | Motor of VKP80III (new model) | 50 |
გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა პროდუქციის სატესტოდ მოწოდება.
პროდუქციის მოწოდების ვადა და პირობები - რამოდენიმე ეტაპად 2021 წლის 31 დეკემბრამდე.
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
- დანართი N2- ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ევროში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
- დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 4 მაისი, 15:00 სთ;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- შეთავაზების ვალუტა: ევრო;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
მობ: +995 599 27 87 97
ელ. ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები