ჩაბარების ვადა:
29 აპრილი 2021, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT9378 - ტენდერი ლიბერთი ბანკის თბილისის 24 ფილიალში სარეკლამო აბრების დამზადება/მონტაჟზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ მიმაგრებული ფაილები.
ტენდერის აღწერილობა:
სს „ლიბერთი ბანკის“ აცხადებს ტენდერს ლიბერთი ბანკის თბილისის 24 ფილიალში სარეკლამო აბრების დამზადება/მონტაჟი ფასების ცხრილის (დანართი N1) და სპეციფიკაციების (დანართი N2) შესაბამისად;
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი N1);
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- თბილისის 25 ფილიალში სარეკლამო აბრების დამზადება/მონტაჟი, ასევე არსებული ძველი აბრების დემონტაჟი და ტრანსპორტირება აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე ბანკის საწყობში;
პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის და გაწეული მომსახურების შესახებ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი N4) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;
დამატებითი პირობა!
- პრეტენდენტი ვალდებულია ფასები წარმოადგინოს არსებული ძველი აბრების დემონტაჟის და „ლიბერთი ბანკის“ საწყობში ტრანსპორტირების გათვალისწინებით;
- აუცილებელია გამარჯვებულმა კომპანიამ ახალ აბრებზე შემოგვთავაზოს მონტაჟიდან 2 (ორი) წლიანი საგარანტიო ვადა;
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 29 აპრილი, 17:00 საათი;
- პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge;
- აღნიშნული მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი შორენა
თავაძე, ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 901 200;
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
დოკუმენტაცია
სატენდერო განცხადება - აბრების დამზადება-მონტაჟი
სატენდერო განცხადება - აბრების დამზადება-მონტაჟი
დანართი N1 (ფასების ცხრილი)
დანართი N1 (ფასების ცხრილი)
დანართი N2 (სპეციფიკაციები)
დანართი N2 (სპეციფიკაციები)
დანართი N3 (მისამართები)
დანართი N3 (მისამართები)
დანართი N4 (ხელშეკრულების დრაფტი)
დანართი N4 (ხელშეკრულების დრაფტი)
თბილისის აბრები 2
თბილისის აბრები 2
თბილისის აბრები 1
თბილისის აბრები 1
ყველას ჩამოტვირთვა