ჩაბარების ვადა:
21 მაისი 2021, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T9419 - ტენდერი დარჩი ჰესის გადამცემი ხაზის პროექტის მომზადებასა და სამუშაოების წარმოებაზე
ელ. ტენდერი
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 21 მაისი, 18:00 საათი.
ტენდერის აღწერილობა:
შპს დარჩი (ს/კ 406107047) აცხადებს ტენდერს დარჩი ჰესის გადამცემი ხაზის პროექტის მომზადებასა და სამუშაოების წარმოებაზე.
მომსახურებისა და სამუშაოების ზოგადი აღწერა:
- დარჩი ჰესის 35კვ ძაბვის კაბელი „დარჩი-ხუდონის“ და ქ/ს „ხუდონის“ სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები შედგება ორი ნაწილისგან
პირველი ნაწილი-35კვ ძაბვის კაბელი „დარჩი-ხუდონი“:
- პროექტის მომზადება;
- პროექტის შეთანხმება დამკვეთთან, სს"ენერგო-პრო ჯორჯიასა" და სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან";
- საკაბელო ხაზის მშენებლობის და ექსპლუატაციის გარემოსდაცვითი და სამშენებლო ნებართვების მოპოვება;
- პროექტით გათვალისწინებული მასალისა და საქონლის მიწოდება (35 კვ. ძაბვის კაბელის, სხვადასხვა ტიპის ქუროების, ხრეშის, სილის და სხვა);
- საკაბელო ხაზის მშენებლობა (35კვ ძაბვის კაბელის და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ჩადება), ტესტირება და ჩაბარება.
მეორე ნაწილი: ქ/ს „ხუდონი:
- პროექტის მომზადება;
- პროექტის შეთანხმება დამკვეთთან, სს"ენერგო-პრო ჯორჯიასა" და სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან";
- საკაბელო ხაზის მშენებლობის და ექსპლუატაციის გარემოსდაცვითი და სამშენებლო ნებართვების მოპოვება;
- ქ/ს „ხუდონში" სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება, ტესტირება და ჩაბარება;
- პროექტით გათვალისწინებული მასალისა მიწოდება, დემონტაჟი-მონტაჟი, რეკონსტრუქცია (ძალოვანი ტრანსფორმატორები (40მვა და 10მვა), ვაკუმური ამომრთველების მიწოდება, ძველი ტრანსფორმატორის დემონტაჟი, ძაბვის სალტეების რეკონსტრუქცია და სხვა.).
მითითებები ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერში მონაწილემ უნდა წარადგინოს წერილობითი დასტური ტენდერში მონაწილეობასთან დაკავშირებით და ხელმოწერილი გაუთქმელობის შეთანხმება, ტენდერის გამოცხადებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის მანძილზე.
- სატენდერო წინადადება წარდგენილი უნდა იქნას წინამდებარე მოთხოვნის გათვალისწინებით. სატენდერო დოუკემენტაციის ატვირთვა უნდა განხორციელდეს ელექტრონულად ვებ გვერდზე.
- სატენდერო წინადადების წარდგენის (ატვირთვის) ბოლო ვადაა: 2021წლის 21 მაისს 18:00 საათი. წინადადებები ატვირთული უნდა იქნას www.tenders,ge- ზე.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე, დახურული კონვერტის პრინციპით.
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 21 მაისი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
კომუნიკაცია და ინფორმაციის მოთხოვნა:
- ნებისმიერი კომუნიკაცია და ინფორმაციის მოთხოვნა ტენდერთან დაკავშირებით გაგზავნილი უნდა იქნეს წერილობით, შემდეგ ელ.ფოსტაზე: dbichelashvili@grpc.ge ყველა კითხვა გაგზავნილ უნდა იქნას ტენდერის დასრულების ვადის ამოწურვამდე 3 (სამი) სამუშაო დღით ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია არ გასცეს პასუხი მონაწილე კომპანიებს.
- წერილობით კომუნიკაციაში შპს დარჩის დირექტორი, ბ-ნ იოსებ ნატროშვილი უნდა იქნეს მითითებული კოპიაში jnatroshvili@grpc.ge
- ნებისმიერ ინფორმაცია/პასუხი გაეგზავნება ყველა პრეტენდენტს წერილობით ელ.ფოსტით. ტენდერის დასრულების თარიღის შემდგომ ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხი არ გაიგზავნება.
- დამკვეთი რეკომენდაციას უწევს ტენდერში მონაწილეს ადგილმდებარეობის უკეთ შესასწავლად ადგილზე ჩავიდეს და შეამოწმოს სამუშაო ლოკაცია. ვიზიტის ხარჯებს უზრუნველყოფს ტენდერში მონაწილე.
- სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
დოკუმენტაცია
brief info
brief info
GGU კონტრაქტორების მართვის გეგმა 31 03 21
GGU კონტრაქტორების მართვის გეგმა 31 03 21
GGU საჩივრების პოლიტიკა 31 03 21
GGU საჩივრების პოლიტიკა 31 03 21
GGU შრომის უსაფრთხოების მართვის გეგმა 31 03 21
GGU შრომის უსაფრთხოების მართვის გეგმა 31 03 21
გაუთქმელობის შეთანხმება Non-Disclosure Agreement
გაუთქმელობის შეთანხმება Non-Disclosure Agreement
BID DARCHI 006 2021 Design Build
BID DARCHI 006 2021 Design Build
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა