20 მაისი 2021, 23:59
სტატუსი:
დასრულებულიT9454 - მოწვევა სასაცხობე და სხვა ტიპის კვების პროდუქტების მწარმოებელი ბიზნესებისთვის შესასყიდი საგრანტო ნივთების ფასთა კ(ვ)ოტირებაზე
ტენდერის აღწერილობა:
ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომაგდენლობა საქართველოში (DRC) იწვევს დაინტერესებულ კომპანიებს სასაცხობე და სხვა ტიპის კვების პროდუქტების მწარმოებელი ბიზნესებისთვის შესასყიდი საგრანტო ნივთების ფასთა კ(ვ)ოტირებაზე 4 ლოტად (62 დასახელების 66 ცალი აღჭურვილობა)
- LOT 1 სამზარეულოს ტექნიკა - სასაცხობე/სარესტორნო დანადგარები - 25 ცალი
- LOT 2 სამზარეულოს ტექნიკა - ელექტრონული მოწყობილობები - 32 ცალი
- LOT 3 სამზარეულოს ტექნიკა - ყავის აპარატები - 2
- LOT 4 მცირე ზომის დანადგარები ღვინის წარმოებისთვის - 7 ცალი
შესასყიდ ნივთებზე დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ დანართში Annex A1 and A2
დაინტერესებულ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა შეუძლიათ, როგორც ცალ-ცალკე ლოტებზე ასევე, ყველა ლოტზე ერთდროულად.
- შემოთავაზების ნომერი: PR_00149528
- სატენდერო წინადადებების გამოცხადების თარიღი: 2021 წლის 30 აპრილი
- სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 20 მაისი
- სატენდერო წინადადებების წარდგენის დახურვის დრო: 24:00
მოთხოვნილი დოკუმენტაცია
ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში გთხოვთ, წარმოადგინოთ:
- ფას(ებ)ის კვოტირების სრულად შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ფორმა (RFQ).
- დანართი A1- A2 მოთხოვნილი დანადგარების დეტალური სპეციფიკაცია, დღგ-ს ჩათვლით - ხელმოწერილი და ბეჭედდასმული;
- მომწოდებლის ქცევის კოდექსი - ხელმოწერილი.
- მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა - შევსებული და ხელმოწერილი.
- ხელშეკრულების ზოგადი პირობები - გაეცანით.
ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ელექტრონული ფოსტით (ი-მეილით) შემდეგ მისამართზე: rfq.geo.zug@drc.ngo არა უგვიანეს 20.05.2021; 24:00 და თემის ველში მიუთითოთ შემოთავაზების ნომერი PR_00149528
კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ წერილობით გააგზავნოთ თქვენი შეკითხვები შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: ekaterine.tchotchua@drc.ngo არა უგვიანეს 17.05.2021
შეფასების კრიტერიუმი:
- შემოთავაზების საუკეთესო ფასი შეირჩევა ადმინისტრაციული, ტექნიკური და ფინანსური შეფასების საფუძველზე.
- უპირატესობა მიენიჭება შემოთავაზებას, სადაც მოცემულია საუკეთესო ხარისხი საუკეთესო ფასად
ანგარიშსწორება
ანგარიშსწორება მოხდება მოთხოვნილი ნივთების მოწოდებისა და ორივე მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
ტენდერის კატეგორია:
- 39700000 საოჯახო ტექნიკა