ჩაბარების ვადა:

27 მაისი 2021, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T9578 - Support and advise the GIZ country office in Georgia in all legal affairs

  • გამომცხადებელი: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლობა
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 27 მაისი 2021 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. 

დაგეგმილი გვაქვს, შევისყიდოთ მომსახურება საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისგან დანართი 1 - ის შესაბამისად. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 27.05.2021 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში: 

  • I - კონვერტში საფასო შემოთავაზება;
  • II - კონვერტში შინაარსობრივი შემოთავაზება. 

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე.
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება! 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი), შესაბამისად, წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს და ეს მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებაში. შემოთავაზება უნდა იქნეს წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში. სხვა ვალუტაში წარმოდგენილი შემოთავაზებები არ მიიღება. 

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი: 

  • ორგანიზაციის/ფირმის დასახელება (ლათინურად);
  • ორგანიზაციის/ფირმის მისამართი
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი);
  • ტენდერის დასახელება: Support and advise the GIZ country office in Georgia in all legal affairs” , წარწერა “კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე, დასვათ ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 

მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა 0108 თბილისი,
III სართული მიუთითეთ პროგრამის ნომერი: 03.9207.6-001.00
და აგრეთვე ტენდერის ნომერი: 83381210

გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერა.

დანომრეთ კონვერტები: (I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. 

წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 05.06.2021 -თვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან.

ტენდერის კატეგორია:

  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
შეკითხვები
მიმწოდებელი 2

გმადლობთ პასუხისთვის. რამდენიმე კითხვა გვაქვს კიდევ დამატებით: 1. საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილებაში იგულისხმება საერთაშორისო ორგანიზაცია პირდაპირი გაგებით თუ ეს შეიძლება იყოს უცხოური კომპანია, რომელსაც ვუწევთ იურიდიულ მომსახურებას? 2. აქამდე გამოგიცხადებიათ თუ არა ასეთი ტენდერი და გყოლიათ თუ არა გამარჯვებული კომპანია?

GIZ
GIZ

1. უცხოური და/ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება. 2. მსგავსი ტენდერი აქამდე არ გამოგვიცხადებია

მიმწოდებელი 2

მოგესალმებით კიდევ ერთხელ. გმადლობთ სრულყოფილი და დროული პასუხისთვის. კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებთ ერთ საკითხს თუ შესაძლებელია - ანუ როგორც თქვენი პასუხიდან ჩანს თანამშომელი, რომელიც საკონტაქტო პირად მიეთითება დოკუმენტაციაში, აუცილებლად უნდა იყოს საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი და ამასთანავე ფლობდეს ინგლისურ ენას?

GIZ
GIZ

დავაზუსტებ: საკონტაქტო პირისთვის ინგლისური ენის ფლობა სავალდებულოა. საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი მაგალითად მივუთითეთ, აუცილებელ მოთხოვნას არ წარმოადგენს.

მიმწოდებელი 3

Dear GIZ Team, This is to express our interest to participate in this BID, thus below please find our clarifications:  • As we understand, we shall just indicate additional experts in Taxation and Financial audit, however, their services are not required yet. Please confirm. •Please confirm if the excerpt from the list of the Georgian Bar Association is a sufficient document as to the certificate of attorney. Thank you in advance.

GIZ
GIZ

All services are required as per demand and are defined / steered by the daily operation of the organization. As GIZ, as a German governmental organization, has a special tax free status in Georgia we might have from time to time very special legal question to clarify. The main task in this field could touch the income tax of employees and consultants. We confirm that a actual extract from list of the Georgian Bar Association will be sufficient to certify the background as attorney.

მიმწოდებელი 2

მოგესალმებით, სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ გვსურს დავაზუსტოთ რამდენიმე საკითხი, კერძოდ: 1. სპეციალისტი საგადასახადო აუდიტისა და ფინანსური აუდიტის მიმართულებით, უნდა იყოს კომპანიის თანამშრომელი თუ შესაძლებელია მოთხოვნის შემთხვევაში, გარეშე პირის დაქირავება? 2. კონკრეტულად რა იგულისხმება ტერმინში Attorney-General? ეს არის საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი თუ ადვოკატი, რომელიც იურიდიულ მომსახურებას უწევს მთავრობას (დამახასიათებელია საერთო სამართლის სისტემის ქვეყნებისთვის)? 3. ტენდერის მიზნებისთვის, რა მტკიცებულებით შეიძლება დადასტურდეს მსგავსი პროექტების გამოცდილება, მაშინ, როდესაც კომპანიის სხვა კლიენტებთან გაწეული მომსახურების შინაარსი, ფარგლები, მოცულობა და ა.შ. რიგ შემთხვევაში, თავად კლიენტის ვინაობა არის კონფიდენციალური ინფორმაცია? 4. ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულია Attorney-General-ისთვის თუ შესაძლებელია კომპანიის სხვა თანამშრომელი ფლობდეს ინგლისურ ენას და არა უშუალოდ Attorney-General? 5. ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება თუ არა კომპანიას მიერ სხვა კლიენტების საქმეების აღება თუ ტენდერი გულისხმობს ექსკლუზიურად მხოლოდ GIZ-თან თანამშრომლობას? 6. შესაძლებელი იქნება თუ არა აღნიშნულ პროექტზე მიმაგრებული თანამშრომელი (მაგალითისთვის, სპეციალისტი სამოქალაქო სამართალში) აწარმოებდეს კომპანიის სხვა საქმეებს? თუ უშუალოდ უნდა მუშაობდეს მხოლოდ GIZ-ის პროექტზე? 7. საორიენტაციოდ რა მოცულობის სამუშაოს გაწევა მოუწევს კომპანიას ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში? მაგალითისთვის, დაახლოებით წელიწადში რამდენი სასამართლო დავის წარმოება შეიძლება იყოს სავარაუდო? დაახლოებით, რა ოდენობის ხელშეკრულება შეიძლება დასჭირდეს შემსყიდველს და ა.შ.? 8. კონკრეტულად რა სამუშაოს შესრულებას მოიცავს მითითებული 3 დოკუმენტის განხილვა? 9. რა ვადით იდება ხელშეკრულება? მადლობა ყურადღებისთვის.

GIZ
GIZ

1. შესაძლებელია გარეშე პირის დაქირავება, მხოლოდ მისი ვინაობა წინასწარ უნდა იქნას დადგენილი, მასთან შეთანხმებული და დასახელებული სატენდერო დოკუმენტაციაში. 2. ეს არის საერთო სპეციალიზაციისსაერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, რომელიც დროულად გაგვიწევს რეკომენდაციას სხვადასხვა იურიდიული საკითხების მოგვარებაში. 3. კლიენტის აღწერა (სექტორი, მოცულობა, მაგ. ბანკი- ბრუნვა 2 მილ.ლარი) და სამართლებრივი სექტორის მითითებით. 4. ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულია Attorney-General-ისთვის თუ შესაძლებელია კომპანიის სხვა თანამშრომელი ფლობდეს ინგლისურ ენას და არა უშუალოდ Attorney-General? 4. საკონტაქტო პირი (საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი) უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას, გერმანული ენა უპირატესობად ჩაითვლება. 5. ტენდერი არ გულისხმობს ექსკლუზიურად მხოლოდ GIZ-თან თანამშრომლობას, თუმცა უზრუნველყოფილი უნდა იქნას ინტერესთა კონფლიქტის პრევენცია. 6. შესაძლებელია აღნიშნულ პროექტზე მიმაგრებული თანამშრომელი (მაგალითისთვის, სპეციალისტი სამოქალაქო სამართალში) აწარმოებდეს კომპანიის სხვა საქმეებს, თუმცა უზრუნველყოფილი უნდა იქნას ინტერესთა კონფლიქტის პრევენცია. 7. ჩვენი ვარაუდით წლის განმავლობაში შესაძლოა საჭირო გახდეს დაახლოებით 20 შემთხვევის დამუშავება, რჩევის მიღება და მაქსიმუმ 2 სასამართლო დავის წარმოება. 8. ხელშეკრულებების პირობების შედარება საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში მისადაგება, ან შესაბამისად ფორმულირება. 9. ერთი წლის ვადით, ყოველწლიური განახლების შესაძლებლობით.

მიმწოდებელი 2

მოგესალმებით, სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ გვსურს დავაზუსტოთ რამდენიმე საკითხი, კერძოდ: 1. სპეციალისტი საგადასახადო აუდიტისა და ფინანსური აუდიტის მიმართულებით, უნდა იყოს კომპანიის თანამშრომელი თუ შესაძლებელია მოთხოვნის შემთხვევაში, გარეშე პირის დაქირავება? 2. კონკრეტულად რა იგულისხმება ტერმინში Attorney-General? ეს არის საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი თუ ადვოკატი, რომელიც იურიდიულ მომსახურებას უწევს მთავრობას (დამახასიათებელია საერთო სამართლის სისტემის ქვეყნებისთვის)? 3. ტენდერის მიზნებისთვის, რა მტკიცებულებით შეიძლება დადასტურდეს მსგავსი პროექტების გამოცდილება, მაშინ, როდესაც კომპანიის სხვა კლიენტებთან გაწეული მომსახურების შინაარსი, ფარგლები, მოცულობა და ა.შ. რიგ შემთხვევაში, თავად კლიენტის ვინაობა არის კონფიდენციალური ინფორმაცია? 4. ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულია Attorney-General-ისთვის თუ შესაძლებელია კომპანიის სხვა თანამშრომელი ფლობდეს ინგლისურ ენას და არა უშუალოდ Attorney-General? 5. ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება თუ არა კომპანიას მიერ სხვა კლიენტების საქმეების აღება თუ ტენდერი გულისხმობს ექსკლუზიურად მხოლოდ GIZ-თან თანამშრომლობას? 6. შესაძლებელი იქნება თუ არა აღნიშნულ პროექტზე მიმაგრებული თანამშრომელი (მაგალითისთვის, სპეციალისტი სამოქალაქო სამართალში) აწარმოებდეს კომპანიის სხვა საქმეებს? თუ უშუალოდ უნდა მუშაობდეს მხოლოდ GIZ-ის პროექტზე? 7. საორიენტაციოდ რა მოცულობის სამუშაოს გაწევა მოუწევს კომპანიას ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში? მაგალითისთვის, დაახლოებით წელიწადში რამდენი სასამართლო დავის წარმოება შეიძლება იყოს სავარაუდო? დაახლოებით, რა ოდენობის ხელშეკრულება შეიძლება დასჭირდეს შემსყიდველს და ა.შ.? 8. კონკრეტულად რა სამუშაოს შესრულებას მოიცავს მითითებული 3 დოკუმენტის განხილვა? 9. რა ვადით იდება ხელშეკრულება? მადლობა ყურადღებისთვის.

მიმწოდებელი 1

შეგიძლიათ უფრო დეტალურად ამიღწეროთ ხსენებული 3 დოკუმენტი (რა მოითხოვება კონტრაქტორისგან) ? მსურს გამაჩნდეს ზუსტი ინფორმაცია, რომ შევძლო საჭირო საათობრივი რეინჯის გათვლა. გადავხედე თანდართულ 3 დოკუმენტს და ამ დოკუმენტთა საათობრივი რეინჯის გათვლა არ მიმაჩნია მნიშვნელოვნად, ვინაიდან არ არის სრული სახით წარმოდგენილი

მიმწოდებელი 1

შეგიძლიათ უფრო დეტალურად ამიღწეროთ ხსენებული 3 დოკუმენტი (რა მოითხოვება კონტრაქტორისგან) ? მსურს გამაჩნდეს ზუსტი ინფორმაცია, რომ შევძლო საჭირო საათობრივი რეინჯის გათვლა

GIZ
GIZ

ხელშეკრულებების პირობების შედარება საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში მისადაგება, ან შესაბამისად ფორმულირება. ვინაიდან ჩვენ, როგორც გერმანიის სახელმწიფო კომპანიას, ეკონომიკური მომსახურების შეძენა გვიწევს, საათობრივი გაანგარიშებით უნდა მოცემულ იქნას ინფორმაცია ფასი / შესრულების თანაფარდობის შესახებ. როგორც გერმანიის სახელმწიფო ორგანიზაცია, ჩვენ ვალდებული ვართ უზრუნველვყოთ მომსახურების ეკონომიურად შესყიდვა, შესაბამისად გვესაჭიროება ინფორმაცია ფასის საათობრივი გაანგარიშების შესრულებულ მომსახურებასთან თანაფარდობის შესახებ.

მიმწოდებელი 1

მოგესალმებით, სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლის შემდგომ გამიჩნდა რამდენიმე კითხვა, კერძოდ: დანართ №1-ის (TOR) მეორე გვერდზე, მე-6 პუნქტად განსაზღვრულია - Financial Proposal: Please provide estimate hours for review of each document: Labor Contract, General terms of Contract, Service Contract. მაინტერესებს ეს დოკუმენტის გადახედვის დრო რას უკავშირდება, ზემოხსენებულ 3 დოკუმენტს თუ სხვა რაიმეს? დანართი №1-ის (TOR) ზემოხსენებული დოკუმენდის განხილვის/გადახედვის/მომზადების სავარაუდო დროის განსაზღვრა ხო არ უკავშირდება წინამდებარე დანართის მე-3 პუნქტს? სადაც ჩამოთვლილია მომსახურების ფარგლებში შესასრულებელი დავალებების შესახებ ზოგადი ინფორმაცია?

GIZ
GIZ

Question: Tender does not specify length of contract, but it does specify deliverables. Please inform us if permanent legal services are required (for 1/2/5 years) or the services will end upon the timeframe of deliverables? Answer: The period of the frame contract is supposed to be at least one year Another question - what would be a sufficient evidence for GIZ for proving that the participant is 5 years on the market? Answer: The evidence for requested experience can be proven with company profile, containing list of executing projects.

GIZ
GIZ

მოგესალმებით, სავარაუდო საათების განსაზღვრა უკავშირდება მხოლოდ დანართში წარმოდგენილ სამ დოკუმენტს