ჩაბარების ვადა:
        
    28 დეკემბერი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT968 - ტენდერი A4 ქაღალდის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 28 დეკემბერი 2015 დრო 17:00
 
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს A4 ქაღალდის შესყიდვაზე.
საქონლის დასახელება:
- A4 ფორმატის მაღალი ხარისხის თეთრი ქაღალდი
 
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).
 - მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში: 
1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.); - მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი ფასის შეთავაზებასთან ერთად;
 - დეტალური შეთავაზება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ქაღალდის მწარმოებელი ბრენდის შესახებ;
 
შესასყიდი ქაღალდის ზუსტი აღწერილობა:
- A4 ფორმატის მაღალი ხარისხის თეთრი ქაღალდი, მაქსიმალურად გლუვი ზედაპირით;
 - ქაღალდი განკუთვნილი უნდა იყოს ლაზერული პრინტერებისათვის, ჭავლური პრინტრებისათვის, ასლგადამღები აპარატისათვის და ორმხრივი ბეჭვდისათვის.
 - დაცული უნდა იყოს სტანდარტით მოთხოვნილი ზუსტი ზომები;
 - ვარგისი უნდა იყოს ფერადი ბეჭდვისთვის;
 - წონა: 80 g/m2
 - სინოტივე: 3.0 – 4.0 %
 - სისქე: 104 – 110 µm
 - გაუმჭვირვალობა: >94%
 - სიკაშკაშე: 101 – 104%
 - სითეთრე CIE: 155 – 158;
 
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 21 დეკემბრიდან– 2015 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით;
 - ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის პერიოდით;
 - ტენდერი ჩატარდება შეზღუდული ფორმატით და მინიმალური ბიჯი ერთეულზე განისაზღვრება 0,05 ლარის ოდენობით;
 - ქაღალდის მოწოდება უნდა მოხდეს 3 (სამი) ეტაპად, შემდეგი განსაზღვრული თარიღების მიხედვით: 
I ეტაპი – 2016 წლის 8 იანვარს– 29 000 შეკვრა;
II ეტაპი – 2016 წლის 8 მარტს– 29 000შეკვრა;
III ეტაპი – 2016 წლის 8 მაისი – 27 000 შეკვრა; - თანხის გადახდა მოხდება ყოველი ეტაპის დასასრულს, საქონლის მოწოდებისა და შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე;
 - ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ A4 ფორმატის ქაღალდის ნიმუშები სს „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისში, ქ. თბილისი, გაგარინის ქ. #29ა. ნიმუშები უნდა ჩაბარდეს კანცელარიას;
 - გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1–ის გასწვრივ;
 - გთხოვთ, ერთეული შეკვრის ფასი მიუთითოთ ლარებში პუნქტი #1-ის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
 - კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
 - შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
 
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 28 დეკემბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=488&lang=geo