
ჩაბარების ვადა:
28 დეკემბერი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT973 - ტენდერი დისკური მასივის შესყიდვა/მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს “საქართველოს ბანკი” აცხადებს ტენდერს დისკური მასივის HP 3PAR 7400N4 – მყარი დისკების შესყიდვაზე/მომსახურებაზე.
პროდუქციის ჩამონათვალი იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
- მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.); - მიმწოდებელმა ვებ-გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება.
- საგარანტიო მომსახურება (მწარმოებლის ქარხნული 3 წლიანი გარანტია);
- მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შეკვეთილი საქონლის მიწოდება მითითებულ მისამართზე (საწყობი).
- მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ აღნიშნული ტენდერისთვის შესაბამისი მწარმოებლის ავტორიზაციის წერილი (MAF);
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჯამური ფასი ჩაწეროთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1 და პუნქტი #2-ის გასწვრივ;
- გთხოვთ ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და ხუთი თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) და ა.შ;
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 22 დეკემბრიდან - 2015 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება.
- თანხის გადახდა მოხდება შესყიდული საქონლის მიწოდებიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
- კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში “შეკითხვები შემსყიდველს”.
- განთავსებული შემოთავაზებები მიმწოდებლებისთვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 28 დეკემბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=%20491&lang=geo