ჩაბარების ვადა:
        
    10 ივნისი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT9747 - ტენდერი ვიტრინების გასტიკერებაზე
- გამომცხადებელი: ორი ნაბიჯი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 10 ივნისი 2021 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს ვიტრინების გასტიკერებაზე.
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- აუცილებელია ფასების მოწოდება შემდები პრინციპით: 
თანდართულ ფაილში N1 მითითებულია აღწერილობა, სადაც უნდა მოხდეს ფასების მითითება; - მითითებული ფასები უნდა მოიცავდეს მონტაჟის ღირებულებას საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა ობიექტისთვის, ტრანსპორტირების და ვიტრინის აზომვის ხარჯს თბილისსა და მის შემოგარენში.(პროექტი განხორციელებულია ქ.თბილისში, ფანჯიკიძის #8-ში მდებარე ფილიალში, სადაც შეგიძლიათ იხილოთ რეალური სურათი);
 - თანდართულია PDF სამუშაო ფაილი;
 - პროექტის განხორციელება უნდა მოხდეს წლის განმავლობაში დაახლოებით 70 ახალ ობიექტში;
 - წარდმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს);
 - გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარებში;
 
ტენდერი შედგება ორი ეტაპისგან:
- პირველი ეტაპი - ფასების მოწოდება;
 - მეორე ეტაპი - ნიმუშების მოწოდება;
 
დამატებითი ინფორმაცია:
- შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება არა ერთჯერადი ხელშეკრულება;
 - ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროდუქტის ღირებულება უნდა იყოს ფიქსირებული;
 - გადახდის პირობა: 30 დღიანი კონსიგნაცია;
 - ტენდერის ვადა განისაზღვრება 2021 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 10 ივნისის ჩათვლით;
 
დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge, ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
 - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
 
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
 - საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
 - ტენდერის დასახელება;
 - მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
 - გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
 - სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
 
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნინო ბუშელაშვილი
შესყიდვების მენეჯერი
nino.bushelashvili@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
 - 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები