ჩაბარების ვადა:
        
    30 დეკემბერი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT979 - ტენდერი ოქროსა და ვერცხლის სასინჯი რეაქტივების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 30 დეკემბერი 2015 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ოქროსა და ვერცხლის სასინჯი რეაქტივების შესყიდვაზე.
საქონლის დასახელება:
- სინჯი 375 – 3 მლ.
 - სინჯი 500 – 3 მლ.
 - სინჯი 583 – 3 მლ.
 - სინჯი 585 – 3 მლ.
 - სინჯი 750 – 3 მლ.
 - სინჯი 900 – 3 მლ.
 - სინჯი 958 – 3 მლ.
 - ქრომპიკი - 3 მლ.
 
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).
 - მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში: 
1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.); - მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
 - მოწდების ვადები განისაზღვრება შეკვეთის თარიღიდან 1 (ერთი) კვირა;
 - მოწოდებული რეაქტივები უნდა იყოს დალუქული ამპულებში.
 
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 23 დეკემბერი 2015 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით;
 - ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის ვადით;
 - თანხის გადახდა მოხდება შეკვეთილი საქონელის მოწოდების შემდეგ;
 - გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა პუნქტების გასწვრივ;
 - გთხოვთ, ერთეულის (3 მლ.) ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
 - კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
 - შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
 
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 30 დეკემბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=%20492&lang=geo