15 იანვარი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT981 - ტენდერი ჰიგიენური პროდუქციის შეძენაზე
- გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 15 იანვარი 2016 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს ჰიგიენური პროდუქციის შეძენაზე.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 1 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
 - სატენდერო წინადადება თანდართული ფასების ცხრილის მიხედვით;
 - ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
 - ანგარიშსწორების პირობები;
 - ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
 - ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
 - საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
 
წარმოდგენილ ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხარჯი დაკავშირებული ყველა სახის გადასახდელებთან, ასევე შემსყიდველისადმი მიწოდებასთან და მის საკუთრებაში გადაცემასთან.
- შესყიდვის ობიექტის რაოდენობა და სახეობა იხილეთ ფასების ცხრილში;
 - საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. მიწოდების ადგილი, მისამართები და რაოდენობა იხილეთ დანართ #1-ში;
 - ტენდერში მონაწილეობის მიღება და გამარჯვებულის გამოვლენა შესაძლებელია ლოტების მიხედვით;
 - საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის სიტყვიერი/ელექტრონული მოთხოვნის საფუძველზე,შეკვეთის მიღებიდან არაუმეტეს 24 საათის განმავლობაში;
 - ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფომებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ახალი დისპენსერების (ქაღალდის და საპნის)განთავსება დანართში მითითებული მისამართების და რაოდენობების მიხედვით;
 
განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2016 წლის 15 იანვარი 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი.
გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში და მიუთითოთ: თქვენი კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი ჰიგიენური პროდუქციის შეძენაზე).
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
თამუნა მუჯირი
ტელ: 577 04 05 05
ელ-ფოსტა: tamuna.mujiri@libertybank.ge