
21 ივნისი 2021, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT9813 - Payroll Processing Software
- გამომცხადებელი: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლობა
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 21 ივნისი 2021 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.
დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი საქონელი დანართი 1 - ის შესაბამისად.
ინტერესის შემთხვევაში გთხოვთ 21.06.2021 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, დახურულ კონვერტში.
გთხოვთ შემოთავაზება მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე, ეროვნულ ვალუტაში. სხვა ვალუტაში წარმოდგენილი შემოთავაზებები არ მიიღება.
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს.
გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:
- ფირმის სრული სახელწოდება (ლათინურად)
- საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი)
- ფირმის მისამართი
- ტენდერის დასახელება - “Payroll Processing Software''
- წარწერა ,,კონფიდენციალურია“
- გთხოვთ მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.
აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:
GIZ-ის საქართველოს ოფისი
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა
0108 თბილისი
კონვერტზე ასევე მიუთითეთ პროგრამის ნომერი: 03.9207.6-001.00 და ტენდერის ნომერი: 91151969
გთხოვთ შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერა.
შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს:
- შეკვეთის შესრულების ვადები
- შემოთავაზების მოქმედების ვადა
შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.
წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.
შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დასრულდება 28.06.2021-სთვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიასთან.
ტენდერის კატეგორია:
- 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები
- 48100000 პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები
- 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
დოკუმენტაცია
Dear Sirs, Are there any more detailed requirments to the payroll system? What ERP system does your company use and are any integrations with the ERP to be provided? Is it possible to get online-consultations from your team? Is there a possibility to fullfill the questionaire? Thanks in adnvace.
Dear Sirs, so far no, but we are open to other functionalities. GIZ is using SAP/R3 in its Headquarter Germany – so far an integration of the payroll is not foreseen. But we are in the process to implement SAP S/4Hana in 2022 and it would be an asset to have a respective interface / port. We do answer questions only in written form – in-depth consultations are planned only with the winning provider before award.