21 ივნისი 2021, 13:00
სტატუსი:
დასრულებულიT9827 - ტენდერი სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის შიდა სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 21 ივნისი 2021 დრო 13:00
 
ტენდერის აღწერილობა:
ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში აცხადებს ტენდერს სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის შიდა სარემონტო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით.
გამოცხადების თარიღი: 2021 წლის 08 ივნისი
ობიექტის საკადასტრო კოდი: 62.09.60.104
შესრულების ადგილი: ახალციხე, 9 აპრილის ქ. № 1გ
კონტრაქტის დასახელება: სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის შიდა სარემონტო სამუშაოები.
გთხოვთ წარმოადგინოთ სატენდერო წინადადებები წინამდებარე მოწვევის პირობების შესაბამისად.
შიდა სარემონტო სამუშაოები მოიცავს:
- არსებული შიდა კედლების პრაიმერით (ე.წ. გრუნტი) დამუშავება
 - არსებული შიდა კედლების (გაზობლოკი) გასაძლიერებლად წებოცემენტით ორმხრივი ლესვა მაღალ ხარისხიანი მინაბოჭკოვანი ბადის გამოყენებით, შემდგომი გაფითხვით და დაზუმფარებით
 - იატაკების (მანსარდის იატაკის ჩათვლით) დათბურება-მოჭიმვა (5 სმ მკრივი XPS ; მავთულბადე; 5 სმ ბეტონი)
 - სველ წერტილებში ჭერზე ნესტგამძლე თაბაშირმუყაოს გაკვრა
 - სარდაფის და პირველი სართულების ჭერეზე თაბაშირმუყაოს გაკვრა
 - მეორე სართულის ჭერის (მონოლითი) გაფითხვა - დაზუმფარება
- სამშენებლო ობიექტის საწყისი მდგომარეობა განისაზღვრება დასრულებული რკინა-ბეტონის სამუშაოებით, გაზობლოკით შევსებული გარე და შიდა კედლებით, ჩასმული კარ-ფანჯრით;
- ამ ჟამად ხორციელდება საინჟინრო სისტემების სამონტაჟო სამუშაოები. 
შესასრულებლ სამუშაოებთან დაკავშირებული მოთხოვნები:
წინადადების წარდგენის წესი:
- არსებული პროექტების გათვალისწინებით კომპანიამ უნდა წარადგინოს პროექტით გათვალისწინებული პროდუქტთა განფასება, მონტაჟის ღირებულება. (მიბმულ ფაილში)
 - პროდუქციის დეტალური აღწერა: მწარმოებელი, გარანტია.
 - ღირებულება მითითებული უნდა იყოს დღგ-ს ჩათვლით.
 
სატენდერო მოთხოვნები:
- პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ პროდუქციის მიწოდების და სამუშაოების დროის გეგმა-გრაფიკი.
 - მონაწილეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს შემსყიდველს შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები და შესატყვისობის სერთიფიკატი.
 
LUMP SUM-ტიპის ხელშეკრულება.
სატენდერო პირობები: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, ყველა გადასახადის ჩათვლით (დ.ღ.გ., საშემოსავლო და ა.შ.). წინადადება შევსებული უნდა იყოს დამკვეთის მიერ წარმოდგენილ „ სატენდერო დანართ N 1 “-ის ფორმაში.
„სატენდერო დანართ N1“-ში ივსება მხოლოდ და მხოლოდ სამუშაოების ფასთა გრაფები, დანარიცხების პროცენტული სიდიდეები და შემსრულებლის მონაცემები. დანარიცხების გრაფაში არ არის საშემოსავლოს პუნქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული გადასახადი ხელფასების სვეტში უნდა იყოს გათვალისწინებული.
- მომსახურება უნდა შესრულდეს საქართველოში მოქმედი სტანდარტებისა და ნორმების, ასევე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების მკაცრი დაცვით;
 
სამუშაოების ღირებულება: ტენდერში მონაწილის პასუხისმგებლობაა წარმოდგენილი სატენდერო ფასი შეესაბამებოდეს ადგილობრივ საბაზრო ფასებს და აგრეთვე გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების ღირებულებაზე;
წინადადების მოქმედების ვადა: მინიმუმ 30 კალენდარული დღე.
პრეტენდენტმა, ტენდერში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
- კომპანიის რეკვიზიტები, კომპანიის იურიდიული დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, პოზიცია, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი;
 - ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
 - ინფორმაცია განხორციელებული პროექტების შესახებ (მათ შორის აღნიშნული მომსახურებასთან დაკავშირებით სამუშაოების ხელშეკრულების, ხარჯთაღრიცხვის ასლები), მოთხოვნილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად;
 - განაცხადი ტენდერში მონაწილეობის სურვილზე;
 - შევსებული მოცულობათა უწყისი (დოკუმენტი ერთვის ამ განცხადებას დანართი № 1 სახით).
 - არასრული დოკუმენტაცია არ იქნება განხილული;
 - ტენდერის პროცესში, დამკვეთი უპირატესობას მიანიჭებს კომპანიას, რომელიც შესასრულებელ სამუშაოებზე დაადგენს დაბალ ფასს, კარგ ხარისხს, ექნება შესაბამისი კვალიფიკაცია, ექნება სხვა დამკვეთის (შესრულებული პროექტის) რეკომენდაციები.
 
პრეტენდენტის შერჩევისა და კონტრაქტის მინიჭების სავარაუდო ვადა: 2021 წლის 25 ივნისამდე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადებების მიღების საბოლოო ვადა: 2021 წლის 21 ივნისის 13:00 საათამდე;
 - მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იქნას ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: camilliansge@gmail.com
 - დამკვეთი უფლებამოსილია, შერჩევის პროცესში, პრეტენდენტს მოსთხოვოს ინფორმაციის დაზუსტება სატენდერო განცხადებაში მითითებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით;
 
სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით და ტექნიკური ხასიათის კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
ედუარდ ზახარიანს
მობ: 571 373 193
ელ. ფოსტა: zaxariani@gmail.com
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
 - 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
 - 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
 - 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები